ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" მძიმე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბირმინგემ სიტი“ 2:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე 65-ე წუთზე მატეუს მარტინსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი პასით ენდრიუსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„უოტფორდი“ 8 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 20 სექტემბერს „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბირმინგემ სიტი 2:0
გოლები: 1:0 რაიოვიჩი (90+1), 2:0 ენდრიუსი (90+6)
გაძევება: ბუჩანანი (88, ბირმინგემ სიტი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაეტყო ბრიტანული ლიგა ჩაკვეს,ფიზიკურად აშკარად მომატებული აქვს.ფაქტია ირწმუნა საკუთარი თავის და მალე ძირითადის ფეხბურთელი გახდება.იმედია კარგი სეზონი გამოუვა და ზაფხულში გადავა პრემიერლიგაში,ან უოტფორდთან ერთად,ან სხვა კლუბში.ჩემპიონშიპის დატვირთვებზე მიჩვეული პრემიერლიგაში უფრო გაუადვილდება თამაში.
გიორგი
20:31 16-09-2023
0
ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, ეტყობა არ ზარმაცობს და მუშაობს საკუთარ თავზე, აბა შენ იცი ჩაკვე წარმატებები, მთელი საქართველო შენთან ვართ და გვახარებს შენი წინსვლა
ყოჩაღ გიორგი
21:39 16-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული