"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა "ჯენოასა" და "ნაპოლის (2:2) მატჩს გამოეხმაურა და "პარტენოპეის" თავკაცი რუდი გარსია გააკრიტიკა.

"სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ ეს "ნაპოლი" შარშანდელს არაფრით ჰგავს. გუნდს სათავეში ჩაუდგა მწვრთნელი, რომელიც მეხუთე ან მეექვსე არჩევანი იყო. კიმ მინ-ჯესა და ნტანგი ნდომბელეს სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდა. გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია! მე ყოველთვის ვსაუბრობ შედეგის შემდეგ და არა წინასწარ", - წერს Mediaset-ის ჟურნალისტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ "ჯენოას" წინააღმდეგ "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, რუდი გარსიამ
შემტევი ალესიო ძერბინით შეცვალა.

alt"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
შარშან ისე მოხდა რომ ყველა გრანდმა პირველი წრე ჩააგდო, ამ დროს ნაპოლის კი სასწაული თამაში წაუვიდა და დიდი ჰანდიკაპით გაიქცა წინ, სპალეტი ჭკვიანი კაცი გამოდგა, მიხვდა რომ იგივეს გაკეთებას ვეღარ შეძლებდა, თან იმის გარანტიაც არ ჰქონდა რომ გუნდს გააძლიერებდა ლაურენტისი, წელს ნაპოლის მიზანი ალბათ ოთხეულში მოხვედრა იქნება
მამუკა
15:27 17-09-2023
0
წადი კვარა ნაპოლიდან. არ გიმსახურებს ეგ გუნდი შენ.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
15:38 17-09-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული