კვარამ თავი ამის გამო ვერ შეიკავა, ვის ეძღვნებოდა ჟესტი? - Tuttonapoli დეტალებზე წერს

AutoSharing Option
16 სექტემბერს, სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" "ჯენოას" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამოც უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli-ს ცნობით, "კვარა" უკმაყოფილო არა მისი შეცვლის გამო, არამედ მოედანზე ახალგაზრდა ძერბინის შემოსვლით გახლდათ.

"ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში არა ლინდსტრომი, ან სიმეონე, არამედ ძერბინი ჩაერთო. ეს ნამდვილად უაზრო და გასაოცარი ცვლილება იყო. "კვარა" სწორედ ამაზე გაბრაზდა და თავი ვერ შეიკავა. რას ნიშნავდა მისი გამომეტყველება და ხელის მოზრაობა? მხოლოდ ერთს - "რას აკეთებ?" ეს კითხვა რუდი გარსიასადმი იყო
მიმართული, იმ მწვრთნელისკენ, რომელიც გულშემატკივარს აღარ მოსწონს", - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

altRinnovo. ესაა კვარაცხელიას და ოსიმენის პრობლემის მიზეზი? - იტალიური მედია გაოგნებულია

alt"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს კვარას საქმე არ არის. მან ჯობია უმატოს წვრთნას და ბევრი ივარჯიშოს კარში დარტყმებზე
24
კვარა მეტი ივარჯიშე...
ლაშა
16:35 18-09-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული