მატჩის დღე - კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის გასული წლის აღმოჩენა, იწყებს!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და არაერთ საინტერესო მატჩს ვნახავთ. "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრების დიდი ყურადღება იმ შეხვედრისკენაა, რომელიც ზოგადი აფიშით არ გამოირჩევა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, აქ ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მისი "ნაპოლი" კი პორტუგალიაში "ბრაგას" ესტუმრება - დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე.

ნეაპოლელები და მათი ლიდერები ახლა იდეალურ ფორმაში არ არიან და ხასიათის გამოსწორება სურთ. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩშიც ძალიან დამთრგუნველი იყო - "კვარამ" "მილანს" პენალტი ვერ გაუტანა, ოსიმენის გოლი
კი დაგვაინებული აღმოჩნდა. რუდი გარსია ეცდება, საკუთარ თავზე შავი ღრუბლები გაფანტოს.

"ბრაგამ" ჯგუფურ ეტაპზე გასვლა "პანათინაიკოსის" დამაჯერებლად ძლევით მოახერხა. ისინი ბოლოს აქ 2010-11 წლებში იყვნენ, თუმცა მესამე ადგილი დაიკავეს. ამ მატჩში დამარცხებული საქმეს ძალიან გაირთულებს, რადგან მოგეხსენებათ, ოთხეულში მადრიდის "რეალი" და გერმანული "უნიონი" არიან. ეს გუნდები ერთმანეთს მანამდე (20:45 სთ) შეხვდებიან. იტალიის ჩემპიონი მომდევნო მატჩში სწორედ "სამეფო კლუბს" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

"ნაპოლიმ" სეზონი კარგად ვერ დაიწყო, ამჟამად მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლა კი მათთვის ჩვეულებრივი ამბავი არაა. გუნდი იმაზე რთულ ჯგუფშია, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება განსაკუთრებულია. შეგახსენებთ, ის "კვარას" ოცნების გუნდიცაა. "ლივერპულთან" წინა სეზონის სტარტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა.

"ბრაგას" ნიაკატე აკლია, ბრუმასა და ჯალოს წყვილმა კი უკვე 8 გოლი გაიტანა და ისინი კვლავ ერთად შეუტევენ. "ნაპოლის" მხოლოდ მეორე მეკარე გოლინი არ ჰყავს. მარიო რუის ნაცვლად, სასტარტოში მატიას ოლივერა უნდა დაბრუნდეს. ბევრი იქნება დამოკიდებული კვარაცხელია - ოსიმენის თამაშზე, მესამე შემტევი კი
პოლიტანო იქნება, რომელმაც "ჯენოას" გაუტანა. ქართულ-ნიგერიულმა დუეტმა გასულ სეზონში ყველა აალაპარა და ახლაც მსგავსი მოლოდინები არსებობს.

"ნაპოლი" ფავორიტია, პორტუგალიაში გამარჯვება შეუძლია, ამავდროულად კი "ბრაგა" საკუთარ მოედანზე ძლიერია და იშვიათად აგებს. შეხვედრას ნიდერლანდელი გოზუბუიუკი განსჯის, რომელმაც ბოლო სამივე შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ორჯერ შიდა ჩემპიონატზე და ერთხელ შვედეთისა და ავსტრიის (1:3) მატჩში.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

მკითხველის კომენტარები / 11 /
გოჩოლეიშვილს ვუყურე. ეს კაცი საერთოდ არ უნდა გამოიძახო ნაკრებში. ბოლო წუთზე ისევ უკან მისცა პასი და დამთავრდა თამაში. ტიპს სულ 20 გაქვს რომ რამე დაამტკიცო და ისევ უკან იძლევი პასებს. რაზეა საერთოდ ლაპარაკი. ესაა ქართველი კაცის მენტალიტეტის ტიპიური ნიმუში, რაღაც აუხსნელი , სამარცხვინო მარაზმი! იგივე ეხება აზაროვსაც, უბრალოდ იმან ერთი ორი წინ პასი მაინც გააკეთა. თუმცა იგივე 25 წუთში ერთი ვერ გარისკა და წინ ვერ წაიღო ბურთი. ხვიჩას უნდა გავუფრთხილდეთ, ასეთი გამონაკლისი რომ გყავს ქვეყანაში ამას დანახვა უნდა
საქმეც მაგაშია
20 სექტემბერი 2023 00:56
9
უკან პასი საქართველოში აქვს ნასწავლი. ქართველი საშუალო სტატისტიკური მწვრთნელი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს "ბურთის შენარჩუნებას". ვერ ხვდებიან მაგარი კვერცხობა რომ არის
123
20 სექტემბერი 2023 14:23
0
აჰაა შახტარს არცერთი ქართველი არ ჰყავს ძირითადში, ასე რომ იმედი მაქვს ამოტენის პორტუ.
რაბუ
19 სექტემბერი 2023 23:14
1
ბიჭებს წარმატებები გვიხარიხართ ძმებო, მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ, მაგრამ ცოტა ჩვენი ნაკრების თამაშებზეც გამოიჩინეთ თავები მოინდომეთ რო დასეირნობთ გეგონება ბულვარში იყოთ
ალიკა
19 სექტემბერი 2023 21:19
3
დიდხანს ელოდეთ ეგენი რომ ამ სეზონში გაიბრწყინებენ.
Giorgi
19 სექტემბერი 2023 13:21
44
რამ დაგბოღმა და გაგაუბედურა ეგრე ხაბესავით
გიო
19 სექტემბერი 2023 19:45
9
ნუ, ჩვენ მაინც დაველოდებით... თქვენის ნებართვით, რაღათქმაუნდა...
დდდ
19 სექტემბერი 2023 15:33
4
შახტარიც თამაშობს დღეს პორტუსთან.გოჩოლეიშვილი არ ვიცი მაგრამ აზაროვი უეჭველი ძირითადში იქნება.იმედია კარგად წარმოაჩენენ თავს ხვიჩაც და ჩვენი ფლანგის მცველებიც დღეს!
მეზღვაური
19 სექტემბერი 2023 13:05
6
ძალიან ძნელია ჩემპიონ გუნდში მწვრთნელად მისვლა, გარსია უფრო კარგი მწვრთნელად მიმაჩნია ვიდრე სპალეტი იყო, უბრალოდ გუნდი უმოტივაციო ჩანს. ნახევარდაცვა მოდუნებულია დაცვა მოშლილი, შეტევა შენელებული. გუნდის ამოქოვას ცოტა დრო სჭირდება. თუ დააკვირდებით გარსია ხვიჩას და ოსიმენს მეტ თავისუფლებას აძლევს. გუნდი არაა სწორხაზოვანი. უფრო ხშირია შორიდან დარტყმები. აუცილებლად დაიწყებენ მოგებას და ხვიჩამაც ძალიან მაგრად ითამაშა ნუ ჩამოუშვით ცხვირი და გლოვა ნუ მორთეთ.
semi
19 სექტემბერი 2023 12:33
12
თბილისის დინამო არააა ალბათ ფული არააქვთ თორე როგორ არგავიდოდა სარკაზმია
giorgi
19 სექტემბერი 2023 11:28
7
მოლოდინები ყოველი თამაშის წინ არსებობს, მაგრამ რაღაც არა მგონია გამართლდეს ასეთ სიტუაციაში როგორშიც აურელიო ამყოფებს გუნდს!
მწვრთნელი
19 სექტემბერი 2023 11:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული