"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
კვარადონაც შეიფერა, არა არ ვარო არ უთქვამს, არადა კვარადონა მარადონამდე ისეა დაცილებული როგორც მთვარე მარსიდან.
ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან.
ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც.
აბა შენ იცი.
ასეა ეს
21 სექტემბერი 2023 14:54
10
კვარაცხელია იმ დროს გაიყვანა როცა ყველაზე საჭირო იყო მისი მოედანზე ყოფნა.ბრაგა ვაბანკზე წავიდოდა აუცილებლად და ზურგიც მოუშიშვლდებოდა ,ხვიჩასთვის კი შეიქმნებოდა ის გარემო ,როცა თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში.შეცვლა შეიძლება იმან განაპირობა რომ ნაპოლის დაცვის მარცხენა ფრთა იმ მომენტისათვის თითქმის მთლიანად მოირღვა, ხვიჩა და ოლივეირა უსუსურად გამოიყურებოდნენ,მაგრამ ხვიჩა კი არ უნდა შეეცვალა არამედ მოედანზე დაეტოვებინა და ფრთა სხვა საშუალებით,სხვა ფეხბურთელით გაემაგრებინა.
საჩინო
21 სექტემბერი 2023 12:48
1
სეზონის სტარტზე,გარსიამ,ნახევარდაცვაში ანგისას წინ წამოწევა სცადა,მაგრამ ის აშკარად არაა მზად,საამისოდ.პირველ რიგში ფსიქოლოგიურად.დაძაბულია და ალბათ აქედანაა,ასეთი უხეში შეცდომებიც.ბურთზე კონტროლს,ისევ ლობოტკა გადაიბარებს და მაგას ეშველება,მაგრამ კიმ მინ ჯეს ადგილზე რომ უზარმაზარი ნაპრალია და იქ,ყველაფრი თავისუფლად გადის,მაგას რა ეშველება?ბოლოს ნათანია თუ ნატანი,ის შემოიყვანა,მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ რაიმე შეეტყო.პირველი შემოსვლა იყო და რა თქმა უნდა არც იყო მოსალოდნელი,მაგრამ კიმი,პირველივე წუთებიდან ბრწყინავდა.ისედაც,სკუდეტოს საუკეთესო მცველის სრულფასოვანი შეცვლა,წარმოუდგენელი ჩანდა და ასეც მოხდა,მაგრამ აქ საერთოდ არავინაა,ჩამნაცვლებელი.ამის გამო,გუნდი თამამად ვეღარ მიდის წინ და აწეული პრესინგის მცდელობასაც კი ვეღარ ვხედავთ.ბურთი ძალიან ნელა მოძრაობს და ნაპოლის თამაშიდან რაღა დარჩა?რაც შეეხება კვარას,მან საგრძნობლად მოიმატა კუნთური მასა და მისი დღევანდელი კომპლექციიდან გამომდინარე,შეუძლებელია,ძველებურად ფილიგრანული დრიბლინგი შეინარჩუნოს.მასაც დრო სჭირდება,საკუთარ ათლეტიზმთან შეხამებულ ტექნიკაზე გადაეწყოს. მისი უნარები არსად წასულა,უბრალოდ გადაწყობა და შეგუებაა საჭირო.უნარებზე ვთქვი და კვარამ,სულ ცოტა სამი ისეთი პასი გააკეთა,საგოლე რომ უნდა გამხდარიყო და ნაპოლის საზიზღარი თამაშის ფონზე,ეს ცოტა ნამდვილად არ არის.უკვე ცხადია,რომ გარსიას ნაპოლის აღარაფერი დარჩა,სპალეტის ნაპოლის თამაშისაგან და ვინც სპალეტის აგინებდა,ფეხბურთის გარტყმაში არ არისო,ახლა გაიგებენ,რა არის კარგი და ცუდი.ნათქვამია:სანამ ავს არ ნახავ,კარგის ფასს ვერ გაიგებო!ჰოდა მგონი ეს დრო დადგა.სამწუხარო კია!შარშანდელი ნაპოლი,ზღაპრული სილამაზის ფეხბურთს თამაშობდა!
პ.ს.მეც გარსიაზე ვლაპარაკობ,მაგრამ თითქმის ნულოვანი მოტივაციის ფონზე,მან როგორ უნდა აათამაშოს ნაპოლი,ძველებური ენთუზიაზმით,გაუგებარია.ჰოდა, ისევ დე ლავრენტისთან მიგორდა ბურთი.
სოსო
21 სექტემბერი 2023 12:28
2
ეხ რა დრო დაგვიდგაა!!!.უკვე გოლებს და ასისტებს კი აღარ ვითვლით...ოსიმენას რომ გეტანა ორი საგოლე ექნებოდაოო-ექნებოდა გრამაფონშია...ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აქ ვინც აკომენტებს უმრავლესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის ან ტედეციურია და რეალურად არ უნდა იმის დანახვა რომ კვარას არ უდგას კარგი პერიოდი, კი ბატონოო ვიმეოროდ დაუსრულებლად მაგარია,ვასკვლავია,სერიას,ჩ/ლ საუკვეთესო ფეხბურთელია და მერე რაა? აი გუშინაც-მაგრად ითამაშა და სოფასკორმა 7,6 დაუწერაო- არ უთამაშია კარგად და შესაცვლელი იყო,თანამედროვე ფეხბურთი მარტო ბურთის მიღებისას გაფაფხურება არ არის,რაც მაგრად ეხერხება,ასევე არც გოლის გატანაა უმთავრესი,მაგრამ შემტევს, რომელიც დაცვას საერთოდ არ ეხმარება, უბურთოდ თამაში არ იცის და ლამის 30 მატჩიანი უგოლო სერია აქვს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ...აი ოსიმენას და ჰალანდსაც არ გაუტანიათ,მაგრამ დაითვალეთ რამდენი მომენტი შეიქმნეს, როგორი სასარგებლონი იყვნენ გუნდისთვის....ფაქტია, არ არის ეს ბიჭი ფორმაში და დრო სჭირდება ეს ფსიქოლოგიური ბარიერი რომ გადალახოს-იქნებ სჯობდეს კიდეც ამ ეტაპზე სკამიდან რომ ჩაერთოს.....
SOSO
21 სექტემბერი 2023 11:34
5
თმები უშლის ხელს
მეგრელი
21 სექტემბერი 2023 11:22
4
საბა ლობჟანიძემ გაიტანა გოლი. მიქაუტაძეს ვერ გააქვს ჯერ. ამათზე წერეთ, ეგ ხალხი საერთოდ რატომ მიივიწყეთ. ააა ბევრი კომენტარი არ ექნება და მარტო კვარას გადადგმული ყველა ნაბიჯია მხოლოდ მნიშვნელოვანი? აგატას წიგნს კითხულობს თუ თვითმფრინავიდან როგორ ჩამოდის ესენია მარტო განხილვის საგნები საქართველოში.
სხვები არ არსებობენ. სრული იგნორი
??
21 სექტემბერი 2023 11:00
3
მიდი ხვიჩა,კლასს აჩვენებ, კიდევ მეტი ჟინით და გოლიც მოვა.
გლახუნა
21 სექტემბერი 2023 10:56
0
კვარას აშკარად არ მოუხდა ცოლის მოყვანა; იმედია, მალე მოძლიერდება და დამშვიდდება
იულონი
21 სექტემბერი 2023 10:30
5
საშუალოდ ითამაშა. თითქმის მთელი თაში თმების გასწორებას მოუნდა.
მეგრელი
21 სექტემბერი 2023 10:29
4
მწრვთნელი არი ძაან დაბალი დონის ელემენტარულია როცა იგებ გასვლას და გაგყავს ორი ტექნიკური ფეხბურთელი რომლებსაც ბურთის დაჭერე შეუძლიათ თან ხსნი მარჯვენა და მარცხენა გარემარბებს.კვარას რომელსა 5 წუთი მინიმუმ ჯარიმებში შეუძლია გაიყვანოს და პოლიტანოს რომელიც დაცვაშიც ეხმარება გუნდს კარგად.რავიცი რას ფიქრობდა
Mosexoneli
21 სექტემბერი 2023 09:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული