როგორი შეფასება დაიმსახურა შეცვლით უკმაყოფილო კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.

იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებს, ანალიტიკურმა საიტებმა კი ტრადიციულად მაღალი შეფასება დაუწერეს - Whoscored-მა და Sofascore-მა 7.4, ხოლო Flashscore-მა 7.6.

ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საუკეთესო კი ჯოვანი დი ლორენცომ - 8.8.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სკელეტონა კი არა ვაზელინა ხარ
skeleton-ს
21 სექტემბერი 2023 10:36
11
❤️ ძალიან კარგი პოსტი იყო!❤️
ტანუ
21 სექტემბერი 2023 10:12
2
დაჯდება ეს სკამზე მყარად. უნდა ვაღიაროთ, რომ შარშანდელი სეზონი იყო მოულოდნელობის ეფექტი. ყველამ ისწავლა მისი თამაში და მორჩა ამის სენსაციურობა. იქნება ნორმალური საშუალო დონის გარემარბი, თუ მწვრთნელების პატივისცემას ისწავლის და ძალიან თავში არ აუვარდება. 85 ლიმონზე რო ავარდა ფასი ჩამოვა 12 წლის მანძილზე 30-ზე. არაა მისი ფსიქიკა სიდიადისა და ლიდერობისთვის შექმნილი. არც საკმარისი კრეატივი და მოედნის ხედვა აქვს, რომ ეს დააკომპენსიროს. თუმცა მადლობა იმ სასწაული სეზონისთვის. დაგვრჩება გასახსენებლად
21 სექტემბერი 2023 09:29
17
გარსია ისეთი ნაბ..არი ჩანს, არაა გამორიცხული რეალთან სათადარიგო იყოს კვარაცხელია. ისე ეტყობა რომ გულგატეხილია ყველაზე დაბალი ხელფასით, მაგრამ ეგ იცის უაზროდ დადებულმა კონტრაქტმა
David
21 სექტემბერი 2023 08:39
2
არ გეზარება მაინც ამდენი დათირამბების წერა? Რა მაგარი ვაზელინა იქნები ცხოვრებაში წარმომიდგენია.მგონი საპონი სულ თან დაგაქვს რო უცბათ გადაისო თავზე და შეუძვრე ვიღაცას
skeleton-ს
21 სექტემბერი 2023 08:30
17
საკუთარ სახელს სხვას ნუ ეძახით. ალბათ თავად გაქვთ საპნის გამოცდილება და სხვაც ეგეთი გგონიათ.
რაიმეს არგუმენტირებულად ჩამოყალიბება თავადაც არ შეგიძლიათ და როცა სხვა აყალიბებს ამასაც ვერ იგებთ, რადგან მწირი გონება მეტზე არ გწვდებათ :)
იმის მაგივრად, რომ რაიმე არგუმენტებით პასუხი გაგეცათ შეურაცხყოფა არჩიეთ. ამით მე ვერაფერს მაკლებთ, საკუთარ უინტელექტობას ამჟღავნებთ.
ფეხბურთის მცოდნე ხალსახ მოეთხოვება ელემენტარული განათლება/ზრდილობა, არ არის ფეხბურთი ოროსნების სპორტი
წარმატებები საკუთარ ცხოვრებაში!❤️
წარმატებული ადამიანები ასეთი დაბალი დონის კომენტარს არასოდეს დაუწერენ სხვას.
Skeleton
21 სექტემბერი 2023 13:03
1
ვერაა ფორმაში ხვიჩინიო და ჩხუბს გინებას და სხვების გადაბრალებას თამაშის ტემპს მოუმატოს მეტი ირბინოს და შეტევის დროს ალამთან კიარა საჯარიმოში უნდა იყოს მოკლებული აქვს აშკარად.... კიდევ კაი ახალგაზრდულში არ იყო თორემ ეხლა ჩვენსკენ გამოიშვერდა ზოგიერთი ხელს მაგის გამო არაა ფორმაში ვერ დაისვენაო
რონი
21 სექტემბერი 2023 08:19
14
რათქმაუნდა მაღალი შეფასება დაიმსახურა რადგან კარგად ითამაშა. ორი ასისტი მაინც უნდა ჰქონოდა რომ გაეტანათ იმათ. გოლიც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.
არამგონია შეცვლა ასეთი ტრაგედია იყოს როგორც თავად აღიქვა დღეს. სპალეტიც ცვლიდა მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მის საუკეთესოობაში. მაშინაც უკმაყოფილო გადიოდა მაგრამ ახლა უფრო განერვიულებული ჩანს და სულ ტყუილადაა ეგრე. ძალიან ემოციურია, რუბინში პენალი რომ ვერ გაიტანა და იტირა კარგად მახსოვს. არ შეიძლება ასე, ნერვებს თუ აყვება, მხოლოდ ზიანს მოუტანს. აქედანაც ხელს "უწყობენ" ჩვენები.
დღეს გაიტანს, ხვალ გაიტანს და რაღაც პრიმიტიული პოსტებით, თითქოს გოლის გატანა იყოს მარტო ფეხბურთი. თან ამას ჩვეულებრივი ხალხი კი არ აკეთებს, ვინც ეკრვევა საქმეში ისინიც აკეთებენ და ცდილობენ მეტად დასტრესონ. არ მინდა დავიჯერო, რომ სპეციალურად კეთდება ეგ...

გოლები რომ გაჰქონდა მაშინაც და რომ აღარ გაჰქონდა მერეც, უდიდესია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში. წელს ძალიან ცოტა თამაში ჩატარდა ჯერ იმისთვის, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია გუნდი მაგრამ შარშან როგორც ტრიუმფით დაიწყო ყველაფერი და ტრიუმფით დასრულდა, ისე არ მგონია წელს მოხდეს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ხვიჩამ უნდა გააგრძელოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება და ლაღი თამაში, როგორც აქამდე აკეთებდა. რუბინში ერთ სეზონში 4 გოლი ჰქონდა და საუკეთესოდ ასახელებდნენ, რადგან ულამაზეს სანახაობრივ თამაშებს დებდა, 20 გოლიანი დესპოტოვიჩი ვერ ხდებოდა საუკეთესო. ასევე უხვ გოლიანი ოსიმენი ვერ გახდა წელს საუკეთესო რადგან ხვიჩამ უფრო დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში.
ძალიან ცუდია თუ თვითონ ხვიჩა მისცემს თავს დათრგუნვის საშუალებას ამ უგოლო სერიის გამო.
პროფესიონალია და არამგონია ეგრე მოიქცეს. თუ ძალიან ჩაეციკლება ამ გოლის გატანა არ გატანას, უფრო მეტხანს გაუგრძელდება უგოლო სერია და ვიღაცეებს მართლა ჰგონიათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვის უგოლო სერია ტრაგედია. აი ხვიჩა რომ გყავს, და შეგიძლია მისი გენიალური მოძრაობებით დატკბე, ვინ ნორმალური დაუთვლიდა გოლებს, ცენტრ ფორვარდია თუ რა?
მაგრამ თვითონ უნდა ბევრი გაიტანოს და ეგაა პრობლემა ზუსტად. თვითონ ვერ ხვდება რამხელა ძალაა გუნდისთვის და უგოლო სერიის გამო ნერვიულობს. არვიცი, გარსიას ნათვქმიდან ეგ დასკვნა გამოვიტანე. შეიძლება ვცდები.
თავისი ფასი უნდა ისწავლოს და ხელის აწევით ბოდიშების ხდა და თავმდაბლობები აღარაა საჭირო. ბავშვობიდანაც უნდა გამოვიდეს ნელ-ნელა.
მარტო ამისთვის გავაკრიტიკებდი პირადად მე.
ადრე თქვა, რომ მაქსიმალისტია და თუ რაღაც კარგად არ გამოსდის ჯობია საერთოდ არ გააკეთოს. არ მინდა ერთხელაც იფიქროს, რომ რაღაც არ გამოდის და საერთოდ გაჩერდეს.
სისუსტეს თუ შეგამჩნევენ, ყველა წაგესევა, ისედაც აფთრებივით არიან მოჩერებული ფეხის დაცდენაზე.
ასე რომ მხოლოდ წინ, ხვიჩა!❤️
Skeleton
21 სექტემბერი 2023 03:11
12
ადრეც მითქვამს და ახლაც დავეთანხმები გიორგის.სკელეტონს აქვს ქართულ ენაზე გამართულად წერის და ანალიზის მაღალი დონე.არ ვიცი,ვინ არის,სად ცხოვრობს და მუშაობს,აქვს თუ არა ამ საიტზე მუშაობის სურვილი,მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია, საიტის მკითხველთა რიგებიდან,მის ჟურნალისტთა რიგებში გადაინაცვლოს.რაც შეეხება ზოგიერთი მკითხველის უღირს გამოხმაურებებს,"შპანა"ქუჩაშიც "შპანაა"და ინტერნეტ სივრცეშიც.ძალიან ნერვების მომშლელია,მაგრამ მათთვის ყურადღების მიქცევა,არ ღირს."კოკასა შიგან რაცა სდგას,იგივე წარმოსდინდების!"ეტყობა ბევრი უდგათ და ღვრიან,დაუნანებლად.
სოსო
21 სექტემბერი 2023 16:27
0
გიორგი დიდი მადლობა მაგრამ ნახეთ რას წერენ? ასეთი დონის ადამიანებში რაიმე როგორ უნდა გამოაქვეყნო? სერიოზული პრობლემა აქვს ხალხს. წერა-კითხვის, წაკითხულიდან აზრის გამოტანის და საერთოდ აზროვნების.
არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარს რომ დაწერ, იმაზე პასუხი რომ არ აქვთ და შეურაცხყოფას გაყენებენ ასეთ მასაში რა უნდა გააკეთო?
ამ ველურებთან საერთო არაფერი მექნება. უბრალოდ ხვიჩას გულშემატკივარი და მხოლოდ ამ საიტზე ვწერ ხოლმე არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ კომენტარებს. ყოველთვის მართალი აღმოვჩნდი როცა დავიცავი. ჩემი დასაცავი რა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვითმენ ამ განუვითარებელი ბრბოსგან დაუმსახურებელი ტალახი რომ ხვდება. ვიცი ხართ ჩემნაირი გულშემატკივარი აქ მაგრამ ძალიან ცოტანი, რადგან ნაგავს მიაქვს აქაურობა და მართლა ნორმალური, განვითარებული და ჩამოყალიბებული ადამიანები ვერ ვახერხებთ ამხელა სიბინძურეში კორექტულად აზრის გამოთქმას.
მადლობა კიდევ ერთხელ.
იმედია ეს შეიცვლება და სირცხვილი გახდება მსგავსი გონებრივად ჩამორჩენილი, აგრესიული კომენტარების გაკეთება.
Skeleton
21 სექტემბერი 2023 13:15
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული