კასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია აქტიურად განიხილება იტალიურ მედიაში და ამაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ BoboTV-ის ეთერში ისაუბრეს. მათ ქართველს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"განუახლებენ თუ არა "კვარას" კონტრაქტს? გასულ სეზონში ის შესანიშნავად თამაშობდა, დე ლაურენტისმა კი უპასუხა, რომ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ 4 წლითაა დაკავშირებული. ეს უგუნურებაა.

მე რომ რაღაც მსგავსი შემმთხვეოდა, ასეთი რამ კი მადრიდში მოხდა, გასახდელს გადავაბრუნებდი. სკამებს მარცხნივ და მარჯვნივ გადავყრიდი და ყველაფერს დავამტვრევდი. "ნაპოლი" უნდა უმადლოდეს, რომ "კვ
არა" კარგი ბიჭია და მსგავსი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ თუ იგივე გაგრძელდა, ეს ნორმალურ ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს".

ადანი: "მას დღემდე არ აქვს ადეკვტური კონტრაქტი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორისაა, აბსურდია".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველა ვინც ხვიჩას ცუდ თამაშს ამართლებს მწვრთვნელების,პარტნიორების და სხვა მიზეზით მას დათვურ სამსახურს უწევს.პირიქით უნდა მოუწოდოთ მეტი ივარჯიშოს.თუნდაც მაგალითი აიღოს თავისი კუმირი კრიშტიანოსგან რომელიც მაგის ასაკში პირველ რიგში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მერე არც ქალებს იკლებდა.
ასე მგონია
23 სექტემბერი 2023 14:56
6
დედის გინება აქვს დაწყებული ახლა კიდევ გასახდელები დაანგრიოს და კარგად წაუვა საქმე.
Takhamata
23 სექტემბერი 2023 13:51
4
კაი ერთი თუ ძმა ხარ, რისი დამნგრევია?
Takhamata - ს
24 სექტემბერი 2023 19:31
0
თავი დაანებეთ კვარას პროვოცირებას, ყველამ
გიორგი
23 სექტემბერი 2023 13:45
1
გახსოვთ რა მწგობრული გარემო იყო გუნდში წინა წელს? მსგავს რამეს ეხლა ნლვინ ნახავს, რომელიმე ფწხბურთელი უწინდებურად თამაშობს?
გოგა
23 სექტემბერი 2023 10:39
1
ძალიან გადაჭარბებულია ხვიჩას კრიტიკა. კრიტიკოსებს მარტივად დაგიმტკიცებთ რომ ცდებით! 1. ნაპოლიმ გასვლაზე მოიგო. მოუგო ბრაგას. ბრაგა პორტუგალიის ბრინჯაოს მედალოსანი, წნორის "მილანი" ხომ არა? საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ, რაც განვლილ მატჩშიც გამოჩნდა. 2.ხვიჩამ იმ თამაშში მინიმუმ 2 ნაღდი საგოლე გადაცემა გააკეთა. მის პარტნიორებს რომ გამოეყენებინთ დღეს ხვიჩაზე მთელი იტალიური და მსოფლიო პრესა როგორც გმირზე ისე ილაპარაკებდა! 3. ხვიჩამ თუ დრიბლინგები არ აკეთა აბა მოედანზე რა უნდა? ეს იგივეა წარმოდგენაზე რომ მიხვიდე და მომღერალმა არ იმღეროს და მხოლოდ მიხვრა მოხვრით დაკავდეს! ხვიჩას მთავარი იარაღი არის დრიბლინგი, ამიტომ ყველა მეტოქესთან ნაპოლი რიცხობრივ უპირატესობაშია 10 9-ის წინააღმდეგ.
aburjga
23 სექტემბერი 2023 09:53
1
მწარედ მეცინება, რა წარმავალია წუთისოფელი... 24-ში რომ ან ბურთი შეაგდოს, ან საგოლე პასი გააკეთოს, რომელიც გადამწყვეტი გახდება, ღმერთმა კეთილად გვისმინოს... ხომ ისევ ,,კვარადონა '' გახდება...
გიორგი-50
23 სექტემბერი 2023 09:33
1
ცხენი შეკაზმული გყავს?
გიზოგ
23 სექტემბერი 2023 08:04
1
მგონი,ყიფიანს აქვს ნათქვამი,"შევარცხვინე ის ფეხბურთელი,ვინც მწვრთნელის დავალებას არ ასრულებსო და ასევე,შევარცხვინე ის ფეხბურთელი,ვინც მხოლოდ მწვრთნელის დავალებას ასრულებსო". რომელი ერგება კვარას? ეს თქვენ გადაწყვიტეთ და ჩემს აზრსაც გეტყვით,არცერთი მწვრთნელი არ ეტყვის ფეხბურთელს არ შეუტიო ან კაცი არ მოატყუოო,არც იმაზე გაგიჟდება,თუ ზონას დატოვებ და მერე შეასრულებ. არ მჯერა იმის რო მიზანმიმართულად მიდის კვარას დაჩაგვრა,უაზრობა იქნებოდა ამის დაჯერება,ამიტომ ხვიჩამ თავი უნდა დახაროს და იმუშაოს ბევრი. რატომღაც ქართული მენტალიტეტი ჩაირთო მაგ ბიჭში,როგორ ან რატომ აკადრეს მიდგომა და დაჯერება იმის რო არ იმსახურებს რაღაცას. ფეხბურთი არის სასტიკი სპორტი,ერთი თუ ჩაგეძინა,ჩაგივლის ყველაფერი. ის რო შარშან კარგად ითამაშა არაფერს ნიშნავს მწვრთნელისთვის,რას აკეთებ ახლა და რა ფორმაში ხარ,ეს არის მნიშვნელოვანი.ქართველმა ფანებმაც უაზრო მხარდაჭერა ვიცით,ესეც ჩვენი მენტალიტეტის ბრალია,რაც ხვიჩას თავს ხდება არის მისივე ბრალი და არა ამ გარსიასი.მოეშვით ამ არაფრის მომცემ მხარდაჭერას,აზიანებთ ასე უფრო საქმეს. მოკლებული აქვს და მხოლოდ იმიტო არავინ ათამაშებს რო სახელი აქვს ან შარშან ეგრე იყო.სახელიც გამო რო ვირჩევთ ერი ვიღაცას,მიტომ მიგვდის საქმე კარგად.ის ევროპაა და იქ სხვანაირი მიდგომები არის,რაც არ მოგწონთ ქართველებს და მერე გიკვირთ ევროკავშირში არ გვიღებენო. იქ შენი წარსული არავის ადარდებს,რას აკეთებ დღეს ეს არის მთავარი. ის რო ლოიალური არის კვარა ნაპოლის,კიდევ ერთი დასტურია იმის რო აზრზე არ არის სად წავიდა,რა ლოიალურობა აუტყდა? აგერ,ბელინგემის კუმირი არის ჯერარდი,საყვარელი გუნდი ლივერპული და რეალში წავიდა,რატომ? იმიტო კარგად იხდიან და მეტი ტიტულის მოგების შანსია. მილიონზე რო გატილავებენ და არ მიდიხარ,მეტის ღირსი ხარ და იყოს იქ.დელაურენტისი არის სუტინიორი,მისი ფულისთვის თავის მოკვლა არ ღირს,ამიტომ უნდა წავიდეს თუ რეალურად შემოთავაზებები აქვს.ინგლისში ამ მენტალიტეტით ვერ გაქაჩავს,თუმცა აგერ გერმანია და აგერ იტალია,წავიდეს სხვა კლუბში.არ მგონია,იგივე ხელფასი მაინც ვერ გადაუხადოს გერმანიის ბანძმა გუნდმაც კი ან იტალიის გუნდებმა. დღევანდელ პირობებში,სულ 10 წელი უნდა ითამაშო ფეხბურთი და ის არ უნდა შეახარჯო ბარიგების ქალაქის გუნდს. ცოლი მოიყვანა და შვილებიც ეყოლება,ტაში შვილებს ვერ გამოკვებავს,თან ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს,პოლიტიკაში თუ არ წავიდა მერე,ფულს ეგ ვერ იშოვის და ჯობია გამოიმუშავოს ახლავე.
ფირუზა
23 სექტემბერი 2023 07:46
2
ჯიგარია, მარა გამოქლიავებული.DDD
eee
23 სექტემბერი 2023 01:19
12
ჩაყევით საკმაოდ ვრცლად მაგრამ საზრიანად ხსნის იუზერი ხვიჩას სირთულეების შესახებ.
მოკლედ ხვიჩაზე ვუსმენდი ორშაბათობაში ბაზრობდნენ და იწერებოდა რო პას არ აძლევენ ისევ ფლანგზე ყავთ მიჯაჭვული და სათანადოდ არ ტვირთავენო,
ხოდა ჩემი აზრით მწვრთნელის და გუნდელების კი არა პირველ რიგში ხვიჩას ბრალია ეგ იმიტომ რო თვითონ არ არის მოედანზე აქტიური არც ბურთით და მითუმეტეს არც უბურთოდ,
მარიო რუი ისევ არ აძლევს პასს საერთოდ არ იმჩნევსო
აბა წარმოიდგინეთ ბურთი გაქვს და გარშემო ორი პარტნიორი გეხსნება ერთი გიყვირის ხელებს გიშლის გეძახის ბურთი დამიგორეო და მეორე უფრო კარგ პოზიციაშია მაგრამ პროსტა დგას და ელოდება შენ როდის მისცემ ბურთს რა თქმა უნდა იმას მისცემს პასს ვინც ეძახის და ბურთს თხოვს, ამიტომაც არის რო ინერტულ ხვიჩას არ იმჩნევს გუნდი,
მოკლედ ხვიჩას ყველაზე კარგი როგორც გუნდის ლიდერი და თამაში ქონდა მილანთან მეორე მატჩი ლიგაზე და განსაკუთრებით მეორე ტაიმი სადაც ყველაზე მეტჯერ ეგ იყო ბურთით და თუ გუნდი რამე მომენტს ქმნიდა ყველაფერს ხვიჩას გავლით აკეთებდნენ. ხოდა შეადარეთ როგორი აქტიური იყო მაშინ და როგორი აქტიურია ეხლა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ისე ფორმას ვერ დაიბრუნებ მინდორზე რო გახვალ თუ თანაგუნდელებს დაელოდები ბურთს როდის გადმოგიგდებენ, უფრო აქტიური უნდა გახდეს ბურთითაც და უბურთოდაც, ამ სეზონში საერთოდ ძალიან ინერტულია, შეიძლება 10-15 წუთი ისე გავიდეს თამაშის რო საერთოდ ბურთს არ შეეხოს ხოლმე, არ ვიცი ბოლო თამაშებში საერთოდ ჯამში ალბათ 10 წუთი არ ექნება მინდორზე ბურთთან ერთად გატარებული, მაშინაც კი როცა ბურთს მიიღებს 90% კაცის მოტყუებაზე აღარ მიდის ეგრევე უკან აკეთებს პასს ან საჯარიმოში აწვდის ხოლმე.
ხოდა ამით იმისთქმა მინდა რო მთლად მწვრთნელს და თანაგუნდელებს არ უნდა დავაბრალოთ რო პას არ აძლევენო, თვითონაც ძალიან ინერტული იყო ნაკრების თამაშებზეც და კლუბშიც. და თუ ფორმაში ვერაა მაშინ მითუმეტეს მაგის მაგივრად სხვა ვერ შევა ფორმაში, თვითონ უნდა გახდეს ბურთთან ერთად და უბურთოდაც უფრო აქტიური, უფრო ხშირად უნდა წავიდეს კაცის მოტყუებაზე და კარშიც უფრო ხშირად უნდა ურტყას.
პ.ს. იმაზე მოგიყვებით რო გარსია საშინელი მწვრთნელია და გუნდს საერთოდ არ ეტყობა მწვრთნელის ხელი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რო ხვიჩა მაინც ვერ თამაშობს თავის ფეხბურთს, 22 წლის ბიჭია და იმის მაგივრად რო უფრო და უფრო უმატებდე ინდივიდუალურად აქეთ რაღაც კომპონენტებში კლებულობს, მაგალითად სისწრაფე დააკლდა რომელიც უფრო უნდა მომატებოდა, არ ვიცი ეს უფორმობას დავაბრალო თუ რას მაგრამ მწვრთნელი ხედავს რო უფრო შენელებულია და არააქტიური მინდორზე.
Kazanova
23 სექტემბერი 2023 00:46
35
კაზანოვას! სხვა "თემებზე" გააკეთე კომენტარები უფრო მოგიხდება!
NAPOLI!
23 სექტემბერი 2023 12:43
1
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რეალობაა…
ანაგელი
23 სექტემბერი 2023 11:31
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული