რუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი ახსნა:

"რატომ შევცვალე "კვარა" და ოსიმენი? ჩვენ სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს. აქცენტს მხოლოდ სასტარტოს მოთამაშეებზე არ ვაკეთებთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ მთელი შემადგენლობა უნდა გამოვიყენო. გახარებული ვარ "კვარას" გამო, ვინაიდან შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთის მცირე პრობლემა ჰქონდა და არ მინდოდა, მისი დაკარგვის ფასად გამერისკა.

ოსიმენის გამოუყენებელ პენალტს რაც შეეხება, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. შეცვლაზე ვიქტორის რეაქცია კარგი არ იყო, მაგრამ
ამაზე მას და გუნდს უკვე ველაპარაკე. რაც ითქვა, გასახდელში რჩება. კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ახლა "უდინეზესთან" დაპირისპირებისთვის მომზადება გვჭირდება.

რატომ გადავეხვიე "კვარას"? მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხვევი".

მომზადებულია Tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
დიახ, შესანიშნავად ითამაშა და პენალიც გამოიმუშავა. იქნებ მართლა სტკიოდა კუნთები. კუნთების ტკივილი იმას ნიშნავს რო თუ დააიგნორებ შეიძლება მძიმე ტრავმა მიიღო.
აი ფეხებზე არ კიდიათ ახლა ქართველი გულშემატკივრის 80% ს კვარას კუნთის ტკივილი და მძიმე ტრავმის რისკი?
ამათთვის მარტო იიი გოლი ველ გაიტანა არის მთავარი.
დივნიდან წამოსროლილი ბრძნული აზრები.
სტაჟიან მოძულეებად რომ ჩამოყალიბდნენ ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ.
ლუზერებს
01:56 25-09-2023
12
ნუ, ფაქტია, საუბარი უკეთ გამოსდის... ჯანდაბას შენი თავი, ცოტასაც გაცლით, მარა სამაგიეროდ რეალის თავს ვითხოვთ აქაურებიც და იქაურებიც, თუარადა, აგერ დემჩენკო 10.000 დოლარადაც დებს შედეგს...
დდდ
01:49 25-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული