სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

AutoSharing Option
"ნაპოლის" ძველ რელსებზე შედგომას კვლავ ამაოდ ველით, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო ("ბოლონიასთან" 0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, როგორც ნეაპოლელ, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მეტი სურთ, რადგან გასულ სეზონში ამას შევეჩვიეთ...

ცოტა ხნით დავივიწყოთ წარსული და დღევანდელობით ვიმსჯელოთ. "ნაპოლის" მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა თუ იქნება. გუნდს ჰყავს დიდი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მაინდამაინც გოლების გატანის თამასას თუ არ ვუწესებთ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელის სხვაგვარი შეპირების მიუხედავად, ქართველი ისევ ბევრს შრომობს ბურთის მოსაპოვებლად; მის
მიმართ ასე გაძლიერებული დაცვის პირობებში, არცერთი ეპიზოდიდან არ ეთიშება; დრიბლინგებისას ბურთის დაკარგვის შემდეგ, საპასუხო იერიშის საფრთხე მისი გუნდისთვის დიდია, ეს 77-ე ნომრის უპირატესობაცაა და ნაკლიც და ამაზე გასულ სეზონში სულ ვწერდით - თანამედროვე მწვრთნელებს დრიბლიორები რატომ არ ხიბლავთ. სხვა მხრივ, "ნაპოლი" უმეტესად, საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ სიაში არაა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას და გოლის "შიმშილს" განიცდის. მაინც ვთქვათ, რომ ეს ფორვარდის უმთავრესი საქმეა.

გასული სეზონის დასაწყისში ნეაპოლელთა შემტევები სივრცეებს რომ პოულობდნენ, ეს ნახევარდაცვის დიდი დამსახურება იყო. დღეს გუნდი ვერაფრით ახერხებს, მეტოქეები პრესინგზე ამოიტყუოს და მეტი ფანტაზიის ჩართვით, შეტევაში მრავალფეროვნება შეიტანოს. ამ ვითარებაში ყველას გაუჭირდება მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში კარგად დგას. გარსია ჩვენ გვატყუებდა თუ საკუთარ თავს, რთული სათქმელია, მაგრამ ის ვერც ფლანგების
მცველებით დამორჩილებას და გარემარბის, უპირველესად, კვარაცხელიას, ცენტრში შესვლას აბამს თავს. ამას დავამატოთ სტანდარტულებიდან მიღებული მინიმალური ეფექტი. აქ საქმე მხოლოდ ჩამწოდებელზე არაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება. კვლავ გრძელდება რაღაც ძალიან დანავსული მდგომარეობა, რაც პენალტების შესრულებას უკავშირდება...

Sportall.Ge

როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მწვრთნელის მიმართ აგრესია ისედაც იმატებს და როცა ამას რაღაც გაუგებარ ახირებებს ამატებ, შორს ვერ წახვალ. სულ ვცდილობთ, აგრესია დამრიგებელზე არ იყოს. ამის გამო სპალეტიც ხშირად დაგვიცავს და გარსიას პირველი ნაბიჯების ერთგვარი ადვოკატირებაც მოგვიხდენია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია!.. მეტისმეტია არა ზოგადად, ვინმესთვის, არამედ ემოციური ნეაპოლელი გულშემატკივრებისათვის. არის მომენტები, როცა წარმატებული მწვრთნელიც კი აღარ გსურს თავისი ტაქტიკის თუ დამოკიდებულებების გამო და მით უმეტეს, შედეგის არმქონე. პრეზიდენტ დე ლაურენტისის პოზიცია ალბათ ისაა, ეძებდა მწვრთნელს, რომელიც ტრანსფერების არგაკეთების გამო არაფერს იტყოდა და არსებული რესურსით მისი სურვილით გამოყენებაზე დათანხმდებოდა. კვარაცხელიამ და ოსიმენმა (რომელიც ასევე გაბრაზდა ცვლილების გამო) ამ ქალაქს წარმოუდგენელი ემოციები და წარმატება აჩუქეს და ამ დროს გარსიას ზედმეტად ატანას არავინ მოითმენს. ნიგერიელი სპალეტისაც შეუცვლია, მაგრამ ახლა ვიქტორმა იცის, რომ გარსიასთან ყველაფერი ეს "ხახვივით შერჩება", თანაც, კვარაცხელიას ინციდენტის შემდეგ...

კარგია, რომ ხვიჩა ეტაპობრივად ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ეს ამ გუნდთან ერთად და ამ სიტუაციაში რთულია, საქმე ინდივიდუალურ სპორტის სახეობასთან არ გვაქვს. ვისთვისაც ფეხბურთი მარტო გატანაა, რას ვიზამთ, ამისთვის "კვარას" კომფორტული ვითარება არ აქვს. ხვიჩას კვლავ უნდა "ორმაგი დუბლი" ჰქონდეს და ამის გამო ნერვიულობს კიდეც, თუმცა სიტუაცია როგორც კი ცოტათი დალაგდება, თუნდაც ეს ახალი წლის დღეების შემდეგ იყოს, ის დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებს. ადრეც შეგახსენეთ, რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიას ყველაზე კარგი შედეგი სეზონში 4 გოლი იყო და გასული წლის სიგიჟე ასე მარტივად არ მეორდება. სწორედ ემოციურ ფონს უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენებურმა გაფრთხილება რომ მიიღო. "კვარამ" ყველაზე კარგად იცის, მეტი ზუსტი დარტყმა და უფრო მახვილგონივრული პასები რომ მოეთხოვება, რადგან მისი ამბიციები და შესაძლებლობები მაღალია.

"ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვს, ჩემპიონატის მატჩი შუა კვირაში და მოახლოებული დაპირისპირება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, სადამდე "გაქაჩავს" გარსია...

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვინც თამაშს უყურეთ კითხვა მაქვს, ოღონ მართლა ვინც უყურეთ და ზედაპირულად მარტო გოლი გაიტანა არ გაიტანათი არ შემოიფარგლებით!
თქვენი აზრით სწორია როცა შემტევი ფეხბურთელი დაცვაში ჰყავს გადაყვანილი? გუშინ მცველის მოვალეობასაც ასრულებდა კვარა. სპალეტიც სთხოვდა დაცვაში თამაშს მარა შეტევაში უმაგრეს შედეგებს დებდა. აი რაში აქვს მოკლებული კვარას? ზუსტად ასე არ თამაშობდა წინა წელს? მისი მოპოვებული პენალი რომ გასულიყო, ის სამი და მეტი ასისტი რაც გააკეთა გოლით რო დაესრულებინა ოსიმენს მაშინ ხო არ იტყოდით ჩავარდნა აქვსო?
იუვენტუსთან როგორც ითამაშა იანვარში, ყველაფერი რო გამოსდიოდა და სამი ასისტი რო გააკეთა, თვითონაც გაიტანა, აი ის ასისტები რო ვერ გამოეყენებიათ მაშინაც ვიტყოდით ჩააგდო თამაშიო? მიუხედავად იმისა იქ მცველებს რეების დამართა?
იგივეს აკეთებე ახლაც მაგრამ არ გადის გოლი, მის ასისტებს ვერ იყენებენ, მისი მოპოვებული პენალი არ გააქვთ, თვითონაც ვერ გააქვს გოლი მარა უფრო მეტ მომენტს ქმნის რო სხვას გაატანიოს, იმ სხვასაც ვერ გააქვს. ვერ ვხედაც მე აქ კვარას ჩავარდნას. რაღაც უიღბლობის სერიას ვხედავ მარტო.
და საერთოდ, რა უნდა დაცვაში კვარასნაირი ფეხბურთელის რესურსს?
??
25 სექტემბერი 2023 14:25
8
ჩემი შეხედულებით მთლიანად გუნდს აქვს მოკლებული ცოტა გადაღლილებიც არიან და მგონია რომ ამაზე ზედ დამატებული ტაქტიკურადაც მწვრთნელმა გუნდი რაც გამოიხატება თუნდაც იმით რომ ლობოტკა გააქრო ტიპმა მაშინ როდესაც წინა წელს ერთერთი საუკეთესო იყო და მოწწინააღმდეგე გუნდები იმას ფიქრობდა ლობოტკა როგორ ჩაეკეტეთ და ეხლა ამ მწვრთნელმა თვითონ გააქრო, ასევე არ ჭირდება მას ხვიჩა და ოსიმენი ისეთი კარგები როგორც ჩანს ანუ მწვრთნელს უნდა იყოს მთავარი გუნდში რაღაც უაზრო აკვიატებები აქვს და ჯობია დროზე მოიშორონ ...
წელს ნაპოლი ვერ მოიგებს იტალიას და ამაში გასაკვირი არაფერია მაგრამ მეტი ნამდვილად მოეთხოვებათ
ვერცერთი ფეღბურთელი ვერ დებს იმ შედეგს რაც წინა წელს და ამიტომ კონკრეტულად რომელიმე ფეღბურთელის ბრალი ვერ იქნება
კვარაზეც ვიტყვი რომ დრიბლინგი და ტამაში ზოგადად შეიძება მთლად ისე კარგი არაა როგორც წინა წელს ასევე ოსიმენის მაგრამეს ლაურენტისის ბრალიც არის კონტრაქტს არ უფრმებს ხელფას არ იხდის წესიერს და რაზე მოიკლან თავი
HK
25 სექტემბერი 2023 15:50
3
ძმაო სახელი დაწერე ეს ?????? რა უბედურებაა!!!! საღოლ!
NAPOLI!
25 სექტემბერი 2023 19:25
5
ყველა გამოხმაურება
გარსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შარლატანია-მიკვირს ლილს როგორ მოაგებინა ლიგა 1. აბა ოლივეირას რომ გაიყვან კაცი და რუი-ხუის შემოიყვან-რომელიც დაცვაში არ ვარგა-კვარას ამით ხომ მეტი საქმე უჩნდება მისი უნდა არ უნდა დახმარების გამო და იძულებულია მეტი ყურადღება უკან თამაშს დაუთმოს-ვიდრე შეტევაზე იფიქროს-ეს მაშინ როცა გუნდს გოლი აქვს გასატანი...
მართლა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება გარსიას გადაწყვეტილებები-უბრალო პრახადიმეცი და პროფანაციაა-რა უნდა მაგას ნაპილის მწვრთნელად-ოჰ ეს ბებერი თეთრი მელა აურელიო-ეგ არც ბიზნესმენად ვარგა -ასეთ აქტივს აუფასურებს და თავისი უნწობით რას მოიგებს-მაგასაც ვნახავთ
inviz9
25 სექტემბერი 2023 15:10
6
კვარა რომ ბარსაში იყოს ან ბავარიაში ან სიტიში გაცილებით მეტს გაიტანდა... შეხედეთ ბურთი ვინ უნდა აიტანოს ხვიჩამდე რა ლობოტკა რა ზელენსკი რა ანგისა ეგენი არიან ტორინოს დონის ფეხბურთელები ვიში კლასს მაგათ ვერ უწოდებ.... ხვიჩაზე მართალს იძახიან მომატებულია წონაში სისწრაფე დაკლებული აქვს დარტყმა არ აქვს კარგი.. ამის მიუხედავად კიდევ რაღაცას აკეთებს... მარტოს უწევს თავის მოედნიდან კედლის გათამაშების ხარჯზე ან რამდენიმე მოთამაშის მოტყუების ხარჯზე მეტოქის საჯარიმომდე მისვა.. როცა მისაცემია პასი ვერ ამჩნევენ ასე ნაქები ნახევარმცველები და როცა გაჭედილები არიან ან ხვიჩაა ბევრ მცველში მაშინ ატენიან ბურთს.. თამაშს ქმნის ცენტრალური ნახევარმცველები ეს გუნდი კიდევ დამოკიდებული არიან კვარა ოსიმენზე... შორიდან გადაუკიდებენ და თუარც დაიჭერთო რა... ეგ არაა გუნდი და მაგას არ ქვია ტოპ ნახევარმცველები... ვინისიუს უხატავენ ბურთებს აძლევენ რჩევებს კროოსი და მოდრიჩი და ასვავენ პასებს... სად გინახია ანგისა ლობოტკა ზელინსკის დახატული პასები? გაპიარებულები არიან პროსტა ზელე კაი რო ყოფილიყო 30 მილიონად კიარ გაიყიდებოდა ზაფხულში ბოლოს რო იუარა ლავრენტამ დაადებდნენ 100 მილიონს მაგრამ იციან რომ მაქსიმუმი ფასი 30 ლიმონია გრანდიდან რომ ფეხბურთელს 30 ლიმონად იყიდი თან ვითომ რომ ტოპი ქვია ის რაუნდა იყოს.... კაი ნახევარმცველს ფასიც კაი აქვს. ჟმოტი ლავრენტა რასაც მოიგებს არავის გაუყოს
რონი
25 სექტემბერი 2023 17:00
12
ფაქტია რომ შეცვლილი აქვს პოზიცია...გაცილებით უკან უწევს ტამაში იდრე ადრე...გარსია ცდილობს რასპადორი გამოიყენოს თავისუფალ ზონებში...რომელიც ხშირად ხვიცას პოზიციებზე იჭრება..გასაგებია გარსიას მცდელობა რასპადორი მუდამ გაიყვანოს დასარტყმელ პოზციაზე..შეუძლია მაგ ბიჭს..კარგი დამუშავებული დარტყმები აქვს..ხვიჩას შეტევითი შესაძლებლობები უკანა პლანზე გადაწია..ცდილობს რომ შედარებით უკან დაწეული ან ფგლანგზებზე ან შუა ხაზსი ათამაშოს მაგრამ არ მუშაობს ეს სქემა...ხვიჩა რომ ფლანგზე გაცილებით ეფექტურია ამ კაცმა ვერ შეიგნო ეს...თამაშის ბოლო 10-15 წუთებში რაც არ უნდა მეტოქე იყვეს დაცვა მაინც გადაღლილია..აქტიურობა შენელებული...ასეთ დროს ასეთი შემტევის გაყვანა არის არასწორი...პირიქით თუ კარგი შემტევები გყავს გააძლიერო უნდა..ოღონდ ვინც გყავდა იმაზე ნაკლები არ უნდა გამოიყვანო...ელმასი რომ ეფექტური ყოფილიყო და ხვიჩაზე უკეთესი სპალეტისთვის უკეთსი არ იქნებოდა წლების განმავლობაში გუნდში ნათამაშები ფეხბურთელის ძირითადში ჩართვა?..დაინახა რომ კავარა უკეთესია...და ჩასვა სასტავში.....გარსიას ექსპერიმენტები არ დამთვარდა..ფაქტიურად დაარღვია ის სათამაშო სტილი რომელიც ნაპოლის ბოლო წლების განმავლობაში გააჩნდა..მე მაინც უკანა ხაზის სერიოზული პრობლემა მგონია მიზეზი...ძალაინ არასტაბილურია დაცვის ხაზი და ლობოტკას მართლაც გამორჩეული ფეხბურთელის როლი ამჯამად დაცვის დაზგვევაა და ბურთის ამოტანა...როცა შეტევებში გაცილებით ეფექტურად ჩართვას ძალაინ უშლის ხელს...ხვიჩა ფიზიკურად ძალაინ მძილერდა..წონაშიც მომატებულია..და იმ ეფექტურ რეიდებს ფლანგებზე ვერ ახერხებს...სასტარტო სისწრაფე მოკლებული აქვს დამაზე მაგარდ უნდა იმუშავოს....მრავალჯერ მიტქვმას და ახლაც ვამბობ რომ..დარტყმების ტექნიკა დასახვეწი აქვს..არ ვიცი რატომ არ მუშაობს ამაზე..უმრავლეის დარტყმა ძალაინ სუსტია და უზუსტო....ჩაწოდებების სიზუსტემ ძალაინ მოიკლო..მაგრამ რასაც ახერხებს..საგოლე პასებს ან სახიფათო ჩაწოდებებს .შემრულებელიც არ ჰყავს ფაქტიურად...ოსიმენმაც მოუკლო ხარისხს....რაღაც ხდება გუნდში..დიდი გაურკვევლობაა მოკლედ..ვატყობ რომ გარსიას მიმარტ დიდი შინაგანი წინააღმდეგობა...ამას ემატება დაუფასებლობა ეფხბურთელების და..უკმაყოფილო ფეხბურთელების განწყობა ..ფსიქოლოგიური მდგომარეობა გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს..
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2023 16:14
6
ხვიჩა ამ სეზონშიც შეასრულებს 10+10-ს, მაგრამ ეს არ იქნება გარსიას მუშაობის შედეგი და დამსახურება. ყველა ვარიანტში სპალეტიზე სუსტი მწვრთნელია და მაქსიმუმ ერთი სეზონი დატოვონ გუნდში, შეიძლება საახალწლოდავ გაუშვან. ძირითადში პოლიტანო ჯობია რასპადორის, დაცვას ნელა მიაქვს ბურთი თავდამსხმელებამდე. ანგისამ, ზელენსკიმ და ლობოდკამ უნდა მოუმატონ სისრაფეებს და ყველაფერი ძველებურად დალაგდება. ხვიჩაც კაგია და ოსიმენიც. გარსიას უნდა რომ სათადარიგოებიც ათამაშოს და ამიტომაც იგონებს ყოველ ჯერზე ახალ მიზეზებს რატომ ცვლის ხვიჩას ან ოსის. რაის კუნთების ტკივილი. როცა ხვიჩა თამაშიდან თამაშამდე სულ უკეთ და უკეთ გამოიყერება? ატლეტიკომ შეჭამა რეალი, არც ნაპოლის უნდა გაუჭირდეს.
ასეა ეს
25 სექტემბერი 2023 14:23
6
ნაპოლის შემადგენლობას რო გადახედავ ძირითადად ჰყავს საშუალო დონის ფეხბურთელები, ლავრენტიმ ამ ზაფხულს ფული არ დახარჯა, რომ გუნდი გაეძლიერებინა და შედეგიც სახეზეა, მოდი შარშანდელს ნუ შევადარებთ, შარშან ყველა გრანდმა ჩააგდო სეზონი, ნაპოლიმ კიდევ პირიქით პირველი წრე სასწაული ჰანდიკაპით მოიგო, რაც კვარას და ოსიმენის დამსახურება იყო, თორემ რეალურად რა ფეხბურთიც ითამაშა ნაპოლიმ მეორე წრეში იგივეს აგრძელებს წელსაც, დი ლორენცო, ოლივეირა,კვარა და ოსიმენი ამათ გარდა ყველა გასაშვები იყო გუნდიდან, მაშინ იქნებოდა შედეგი, ამ თამაშით კიდევ ოთხეულშიც ვერ შევლენ
მამუკა
25 სექტემბერი 2023 15:52
3
დაანებთ ამ ნაპოლს თავი არაა ეს ჩვენი საქმე დასაწერს დაწერენ ნეაპოლელები იტალილელი ჟურნალისტები იტალიელების ერთი ქალაქის კლუბია!! საქართველოში რახდება დაწერეთ რახდება ტორპედოში გაგრაში თუ სხვაგან. თქვენ უნდა დაწეროთ რაც ამ ქვეყანას ეხება რაც ფეხბურთს ეხება საით მივდივართ რა მდგომარეობა ინფრასტრუკტურაში! მერე რა კვარა როა მიხედავენ ისინ თავიანთ თავიიის საქმეს.... ხო მართლა ზუგდიდში რაამბებია აშენდაა სტადიონი?
beqa
25 სექტემბერი 2023 14:11
9
აქ რა ხდება და აი მაგ."Შუქურას" ბიᲭები, 5-6 ფეხბურᲗელი Თავისი ხარჯიᲗ მიდის ᲗამაᲨის წინა დᲦეს გასვლის ᲨემᲗხვევაᲨი, კლუბი კი ᲗამაᲨის დᲦეს აბტობუსიᲗ Ჩადის ᲗამაᲨამდე 2 ს. ადრე.
ავᲗო
25 სექტემბერი 2023 14:43
1
საქართველოში რომ გაჩნდება ფეხბურთი მერე დაწერენ და ილაპარაკებენ, ეხლა რა ტორპედო გაგრა ??? აზიური ტოტალიზატორებისთვის არის დასაფასებელი
რრრ
25 სექტემბერი 2023 16:11
2
გადამრევს ეს გარსია, მოწინააღმდეგე კუთხურს აწოდებს და 10 ფეხბურთელ საკუთარ საჯარიმოში ყავს თავმოყრილი, ოსიმენი სულაც შტანგასთან დგას. მოიგერიებენ ბურთს და მოწინააღმდეგეს უვარდება ხელში, რადგან ისინიც 10 კაცით უტევენ. რატომ არ შეიძლება ორი კაცი საჯარიმოს გარეთ იყოს და გადმოვარდნილი ბურთის მიღებაზე იმუშაონ?
ჟორა
25 სექტემბერი 2023 21:54
0
ჟორას პოსტმა გამახსენა, ნოდარ ახალკაცის შეძახილი დათო ყიფიანზე: ერთხელ ყიფიანი თითქმის საჯარიმომდე ჩამოვიდა დაცვის დასახმარებლად, ახალკაცმა დაუძახა, რას შვები დათო, კიდე ორი დამცველი მოგყავს ჩვენს საჯარიმოშიო? აიწიე ზემოთ და მოაშორე ის ორი კაცი ჩვენს ზონასო
მალხაზ ჯობავა
25 სექტემბერი 2023 23:10
0
რამდენიმე კითხვა:

- რას ფიქრობთ ხვიჩას თამაშზე, მაშინ როცა ბურთს არ ფლობს. სისტემატურ მოძრაობაზე, გახსნაზე…

- რას ფიქრობთ მის კარდიოზე, ანუ ფიზიკურ გამძლეობაზე. ძალიან პირადად მაინტერესებს კმ-ების სტატისტიკა მისი და გუნდის დანარჩენი წევრების.

აქ სულ ქეცბაიას ინტერვიუ მახსენდება, სადაც ამბობდა, რომ დღევანდელი ფეხბურთი არის სირბილი და სირბილი, რომ აღარ შეუძლია იმიტომ დაანება ფეხბურთს თავი, თორემ კვადრატულ მეტრში მატაობა რომ იყოს, ან ბურთის კენწვლა და გაჩერება, დღესაც მშვენივრად ითამაშებდა.

- როცა ბურთისთვის ბრძოლაა საჭირო, მის ეფექტურობაზე. განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე. მაგალითად მეკარის ჩამოწოდებულზე. თუნდაც როცა დახატული პასი ვერაა და ბრძოლაა საჭირო მის მოსაპოვებლად. თქვენ, რომ თამაშობდეთ ვისთვის მოგინდებოდათ “საბრძოლო პასის” მიწოდება, მისთვის თუ ოსიმენისთვის?

მადლობა წინასწარ


რიტორიკული კითხვები
25 სექტემბერი 2023 21:37
5
წინა სეზონში ხო გახდა ჩემპიონი მაშინ სად გქონდა "რიტორიკული კითხვები" ხო იყავი ენაჩაგდებული
Pretenziebi
26 სექტემბერი 2023 07:40
2
პრეტენზიები! შენი ნამდვილი სახელით არ მოგმართავ რადგან დამიბლოკავენ ;)


თუმცა რადგან ჩემი კითხვები პასუხის გარეშე დატოვე და შეურაწყოფაზე გადახვედი, ჩანს, რომ პასუხები არ გაქვს და ან ინტელექტი.
pretenziebs
26 სექტემბერი 2023 15:21
0
გარსია რაღაც რაღაცეებში სანიოლს ჩამოგავს!!
მწვრთნელი
25 სექტემბერი 2023 16:06
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული