ნიდერლანდების ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეწყვეტილი შეხვედრა „აიაქსსა“ და „ფეიენოორდს“ შორის 55-ე წუთიდან მაყურებლების გარეშე განახლდა (ანგარიში 0:3 იყო) და საბოლოოდ 0:4 დასრულდა.
22 წლის ფორვარდმა სანტიაგო ხიმენესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.
„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ვაალვიკს“ დაუპირისპირდება.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ფეიენოორდი 0:4
გოლები: 0:1 ხიმენესი (9), 0:2 ხიმენესი (18), 0:3 პაიშაო (37), 0:4 ხიმენესი (59)