კვარაცხელია და "ნაპოლი" დღეს ადრე ითამაშებენ - ძალების რწმენა და წინ თვით "რეალი"...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხასიათზე მოვიდა, ხვიჩა კვარაცხელია ძველი დიდებით დაბრუნდა, ახლა კი წინ მორიგი მიზანია. რადგანაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაა, რუდი გარსიას გუნდი "ლეჩეს" დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

ლიდერმა "ინტერმა" "სასუოლოსთან" (1:2) წააგო და ნეაპოლელები მათ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, 6 ტურის შემდეგ კვლავ ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპია სულაც არაა. მთავარი მწვრთნელის მიმართ აგრესიამაც თითქოს მოიკლო და იქნებ გუნდმა ძველი კონდიციები დაიბრუნოს.

Sportall.Ge

"ლეჩესაც" 11 ქულა აქვს, საკუთარ "ვია დელ მარეზე" კი დაუმარცხებელია. ამის მიუხედავად, ახლა "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის
გაწევა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა, რთული იქნება.

მცირე დრო მატჩებს შორის და "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირება როტაციის აუცილებლობასაც ნიშნავს. შესაბამისად, სასტარტოში კაიუსტეს, ელმასისა და ლინდსტრომის გამოჩენას ვვარაუდობთ.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამოქმედდა და მათგან კვლავ ბევრს ველით. ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო, 56-ე წუთიდან ითამაშა, სპალეტის გუნდმა კი პირველი ქულები (1:1) დაკარგა.

Davanti in Napoli!..

altკვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

altკვარაცხელიას ალოობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების მოგებული მატჩი თუ მწვრთნელის სიტყვა?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯერ ძალია ადრეა ჩემპიონობაზე ლაპარაკი. გვახსოვს 16 ქულით იყო ნაპოლი წინ და ერთი თამაშის წაგების შემდეგ ფრეც ითამაშა, ეგრევე ინტერის და მერე ლაციოს შანსებზე დაიწყო ლაპარაკი, არადა სეზონის მესამედი განვლილი იყო. ჩემპიონობაზე მინიმუ პირველი წრის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ რას მიაღწევს მანამდე. ჩემი აზრით ისეთი ჰანდიკაპი არც ექნება რომელიმე კლუბს, როგორც ნაპოლის ქონდა. ჩავარდნები ყველას ექნებათ. ასე რომ საინტერესო სეზონი გველის თუ ნაპოლიმ შემადგენლობა შეინაჩუნა ზამთრის სატრანსფეროს შემდეგ.
G.LA
29 სექტემბერი 2023 12:31
1
ახლა როტაციის დრო არ არის. გუნდმა ტონუსი არ უნდა დაკარგოს, ძლივს რაღაცას დაემსგავსენ!
რერო
29 სექტემბერი 2023 10:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული