ჩაკვეტაძემ პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან - "უოტფორდი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეათე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „სანდერლენდთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე პირველად დააყენა სასტარტოში და 65-ე წუთზე შეცვალა. მან თავის გუნდში ყველა ანალიტიკური საიტისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 9 ქულით ოცდამეერთე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „კარდიფ სიტის“ შეხვდება.

სანდერლენდი. „სტადიუმ ოფ ლაიტი“
სანდერლენდი - უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ჰაგინსი (43), 2:0 ბა (62)
გაძევება: ენდრიუსი (87, უოტფორდი)

მკითხველის კომენტარები / 13 /
whoscored-მა და flashscore-მა ყველაზე მაღალი შეფასება გიოს დაუწერეს უოტფორდის შემადგენლობაში.იმედია გაუშინაურდება ძირითადს,ჯერ კიდევ დიდი დროა სეზონის ბოლომდე.ფაქტია ფორმაშია გიო და აუღო ალღო სუფთა ბრიტანულ ფეხბურთს.
მეზღვაური
01:26 05-10-2023
3
ჩაკვეტაძეს პასს არ აძლევენ, როგორც ჩანს აფრო- ანგლო საძმოებია გუნდში და უამრავ სიტუაციაში ლოგიკური გაგრძელება ჩაკვეტაძისთვის პასის მიცემა იყო, მაგრამ ალოგიკურად იქცევიან ჯიგრები და თუ ასე გააგრძელეს გავარდნა არ აცდებათ.
David
03:00 05-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული