"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია

AutoSharing Option
"ალაშკერტის" ფორვარდი ლევან კუტალია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით წერს. გამოცდილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ფრანგი სპეციალისტი მას უსამართლოდ ექცევა.

"გამარჯობა, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება.

რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ
მაინც შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემ მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ?

ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემ შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პ.ს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს კუტალია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუტალიამ "ალაშკერტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ:

- 34 წლის არის
- თამაშობს სომხეთის ჩემპიონატში
- ტრამსფერმარკეტზე მისი ღირებულება 150 ათასია

გასინჯვა შეიძლება ამხნაგურში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვერცერთ მწვრთნელს ვერ გაამტყუნებ არ გამოძახებაში.
ფაქტები
11:51 06-10-2023
5
გიორგი, თუ შრომობ და წელებზე ფეხს იდგამ, თუ არ ვცდები, კლუბებში ამაში ხელფასს გაძლევენ. ნაკრები კი სულ სხვაა. აქ მხოლოდ თითო მატჩის ნათამაშები ფეხბურთელებით, საქართველო ალბათ გინესის წიგნში შესატანი ქვეყანაა. დავიჯერო, სომხეთი იმ დონის ჩემპიონატს ატარებს, მასში თუნდაც 20 გოლის გამტან ფეხბურთელს, ამხელა პრეტენზია უნდა გქონდეს? მაშინ ზაქარია ბეგლარიშვილს რა უნდა ეთქვა ესტონეთში ყველას და ყველაფერს რომ ამოუვსო კარები?
antverpen
13:44 06-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული