კლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ქართველი ფეხბურთელის დაქორწინებაზე Radio Punto Nuovo-ს ეთერში კომენტარი "ჯენოას" ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ გააკეთა:

"ახალგაზრდულ ასაკში დაქორწინებას ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურად სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. როდესაც მშვიდი მეუღლე ასეთივე სიმშვიდეს გადმოგცემს, მართლაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მოე
დანზე გამოჩნდება".

იტალიური პრესის ცნობით, ხვიჩა ნეაპოლში დღეს უნდა დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
მე იმ ვითომ ძერსკ ხალხს დავცინი, ტვინი რომ წაიღეს პოსტებით, იიი გავიგეთ რო დაქორწინდა და ნუ შეგვაწუხეთო. არადა ხვიჩას ერთი ფოტოც არ დაუდევს მაგ ცერემონიიდან. იქ მყოფმა ხალხმა დადო და ტელევიზიებმა გადმოიტანეს, ვინმესთვის კი არ უთხოვია ატრიალეთ ფოტოებიო. აუუ გავიგეთოო ისე წერენ, ვითომ სახლში შემოუვარდა რომელიმეს და ძალით გააგებინა დაქორწინების ამბავი. შეწუხდნენ თურმე.
ასეთი დაბალი დონის ხალხი საქართველოში რომ ცხოვრობს მე არვიცი სხვაგან თუა.
რამდენი რამე გამაღიზიანებს რაც სოც. ქსელში იდება, იმდენი რომ გამოვხტე ვითომ ბრძნული აზრებით.რატო სქროლავ ამდენს თუ უსაქმური არ ხარ
1
თქვენი გასარჩევი არ არის, ქართველი სპორტსმენებიდან ვისა აქვს ყველაზე მყარი ქართული ოჯახი.
საქართველო უპირველესად-ს
19:50 17-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული