ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?

AutoSharing Option
"კოპენჰაგენის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად "მიდტიულანდთან" ითამაშა. ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ხოჭოლავამ განაცხადა, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ დაბრუნებით ბედნიერია და მალე "პარკენის" სტადიონზე თამაშის იმედი აქვს.

"კოპენჰაგენი" 11 ტურის შემდეგ დანიის სუპერლიგაზე 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბრონდბიუს" 1 ქულით ჩამორჩება და 21 ოქტომბერს "ვეილეს" უმასპინძლებს. ამ მატჩისადმი ინტერესი დიდია, 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია და უცნობია, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში ხოჭოლავა მონაწილეობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური
მცველი ნიკოლაი ბოილესენი დაშავებულია, ქართველის ასპარეზობა გამორიცხული არ არის.

24 ოქტომბერს "კოპენჰაგენი", ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
"მრცხვენია ჩემი ქვეყნის,ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს".ეს სიტყვები შენ გეკუთვნის,უკრაინელმა ხალხმა რატომ დაიკიდა ქართველები 2008წელს და რატომ აგრძელებდნენ რუსებთან ტაშ ფანდურს, როცა საქართველო მარტო ებრძოდა რუსეთს???მაგათმა რატო არ მოიხადეს ბოდიში?????მე კიდე შენნაირი ქართველებისა მრცხვენია ვისაც,არ აინტერესებს საკუთარი ქვეყანა და სლავი ცოლის ჭკუაზე დადის!!!!
.
18 ოქტომბერი 2023 18:50
39
#ბუჩამდე იყო აფხაზეთი!!!!
**
18 ოქტომბერი 2023 21:22
0
ხოჭოლავას წარმატებები, მაგრამ მასთან ერთად შანსი უნდა მიეცეს გადრანს, გველესიანს, საზონოვს, სად არის კაკაბახე? მცველებს გარდა სომხეთში მოთამაშე ქართველ ფორვარდს და არაბიძეს. ხო მართლა, სად არის ასევე ინგუში ვინდერკინდი და რატომ არ იყო გამოძახებული 17 წლამდელებში? ის მანამდე ორჯეტ გამოძახებულ იქნა 17 წლამდელთა ნაკრებში…
ლაშა
18 ოქტომბერი 2023 18:40
7
ბელგიის ანდეტლეხტში თუ გენკშია და თითქმის ყოველ თამაშში გოლს იტანს. ეხლა 16 წლის ინდა იყოს. ბელგიის მოქალაქეა, მაგრამ ამ ქვეყნის, იტალიის და რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და ჩვენს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ანდა, კინაღამ დამავიწყდა, საბერძნეთში დაბაფებული და ამასწინათ ნათამაშები ვასილიოსი რატომ არ იქნა ნაკრების შემადგენლობაში ან თუ იყო სათადარიგო რატომ არ ითამაშა. ამით ჟურნალისტები რატომ არ ინტეტესდებიან? სხვისი აქ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს…
ლაშა
18 ოქტომბერი 2023 20:03
2
ვინ ინგუში?
ლოლოკ
18 ოქტომბერი 2023 19:05
13
არ დამვიწყებია ამისი უმსგავსო საქციელები!!!
გაგა
18 ოქტომბერი 2023 19:54
23
შენ ხიზანიშვილი ხარ?
suxumchanin
18 ოქტომბერი 2023 23:57
6
გაგი მარგველაშვილი ტირანა სიტიმ გამოაგდო და დინამოში დაბრუნდა დ
ცუდი ამბავი
18 ოქტომბერი 2023 19:30
1
Ara ushavs "chia"sadac dainishneba egreve daudzaxebs :))))
L.J .
18 ოქტომბერი 2023 20:06
1
შენც ახლა თავი არ მოიკლა ნაკრებისთვის!!!
*
19 ოქტომბერი 2023 15:39
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს, ხოჭოლავასაც და ყველას, მაგრამ მე, ამ ბიჭის ხილვა ნაკრებში არანაირად არ მინდა. მარტო ბურთი არაა, ცოტა ტვინიც საჭიროა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
19 ოქტომბერი 2023 17:56
1
ყველა შემთხვევაში ჯანმრთველობას გისურვებ დავით და წარმატებულ კარიერას!
გიზოგ
19 ოქტომბერი 2023 10:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული