არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "შახტარის" მწვრთნელი პატრიკ ვან ლეუვენი დანიშვნიდან 105-ე დღეს გადააყენეს და გუნდს დროებით სპორტული დირექტორი დარიო სრნა ჩაუდგა სათავეში. ხორვატმა ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებს მიმართა:
"მინდა გითხრათ, გვარდიოლა არ ვარ. ვიცი, თქვენთვის რა მინდა, შემიძლია მოგცეთ და მოგცემთ. ეს ერთგულება, კარგი ატმოსფერო და თავისუფლებაა. მხოლოდ ისინი ითამაშებენ, რომლებსაც უყვართ, პატივს სცემენ და მზად არიან ამ მაისურისთვის იბრძოლონ.
ვინც სამი წუთი არ ირბენს, მაშინვე შევცვლი. მე არ შევიცვლები. ვიცინებ, თქვენთან ვიხუმრებ. ასეთი ვარ, როგორიც ვარ, მაგრამ დღეიდან უნდა შეიგნოთ, რომ
"შახტარი" - ეს "შახტარია". თუ ვინმე გუნდს არ მიესადაგება, უკმაყოფილო იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ.
ვინც სამი წუთი არ ირბენს, მაშინვე შევცვლი. მე არ შევიცვლები. ვიცინებ, თქვენთან ვიხუმრებ. ასეთი ვარ, როგორიც ვარ, მაგრამ დღეიდან უნდა შეიგნოთ, რომ
სანამ აქ ვარ, გადაწყვეტილებებს მე მივიღებ. იმედია, საერთო ენას გამოვნახავთ. პრეზიდენტმა უკვე ყველას გამოგიგზავნათ შეტყობინება და დღეიდან მუშაობას შევუდგებით".
"შახტარის" ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ. დონეცკური გუნდი 25 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე „ბარსელონას" შეხვდება.