კიტეიშვილმა საგოლე პასი გააკეთა - "შტურმმა" ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგს“ 2:1 სძლია.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ანგარიში სეედიუ იატამ გაათანაბრა. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„შტურმი“ 27 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ზალცბურგს", რომელიც დღეს სახლში ლასკ-თან 0:1 დამარცხდა, 4 ქულით უსწრებს და შემდეგ შეხვედრას 26 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე სახლში „ატალანტასთან“ გამართავს.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ჰარტბერგი 2:1
გოლები: 0:1 ლანგი (4), 1:1 იატა (13), 2:1 პრასი (42)

მკითხველის კომენტარები / 1 /
და კვირიკაშვილმა მატჩი არ წააგო.
Dima
21:08 21-10-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული