საზონოვი დაბრუნდა - "ტორინო" "ინტერს" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში "ტორინო" საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი, რომელიც დაშავებული იყო და ახლახან ჩადგა მწყობრში, 51-ე წუთზე ტრავმირებული პერ სხიურსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. საზონოვი ურიგოდ არ გაისარჯა, რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მან flashscore-სგან 6.3 შეფასება მიიღო.

„ტორინო“ 9 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 28 ოქტომბერს გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდება.

ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“

ტორინო - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ტიურამი (60), 0:2 მარტინესი (67), 0:3 ჩალჰანოღლუ (90+5, პენ)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი ბიჭი ხარ, საბა!გააგრძელე ასეთივე მონდომებით და მალე ძალიან ძლიერი გახდები!
ბრაზი
22:19 21-10-2023
1

სიახლეები პოპულარული