ხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" დუბლი შეუსრულა, "ნაპოლიმ" კი დამაჯერებლად (3:1) გაიმარჯვა და ოთხეულისთვის აქტიურად მებრძოლ გუნდად რჩება. საერთაშორისო მედია "კვარას" "დაბრუნებაზე" წერს.

Sportall.Ge

ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად სჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა
იმის გარკვევაშია, თუ რატომ მიმართავს ამ ხერხს 77-ე ნომერი. აღნიშვნა MMA-ს მებრძოლ ისრაილ ადესანიას დაუკავშირეს. მარიო რუის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, პორტუგალიელმა კი ამ ეპიზოდში ჩვენებურს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის გამოც გააფრთხილეს.

ადესანიას აღნიშვნა

Sportall.Ge

ხვიჩას დატვირთული პერიოდი გამოუვიდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ორ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ "კვარადონას" ჯვრისწერის ცერემონიალი ჰქონდა, ნეაპოლში გადაფრენის შემდეგ კი, გასვლითი შეხვედრის ჩასატარებლად, ვერონაში ჩაფრინდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კვარაცხელიას მონდომება და ფიზიკური შესაძლებლობები რა მაღლა დგას. ერთხელაც უნდა გავიხსენოთ ის გამოხმაურებები, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ხვიჩას "მშრალი" პერიოდი მის პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დაუკავშირა და ის ნათქვამიც გაიხსენეს, ერთ დროს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შოთა არველაძეს სხვა კონტექსტსა და სიტუაციაში რომ უთხრა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონასთან" ითამაშა ისე, როგორც უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა - დამაჯერებლად, ზუსტად იმდენი, რამდენის საჭიროებაც არსებობდა. ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და იყო ეპიზოდები, როცა ტრავმის რისკის გამო ორთაბრძოლებში აქტიურად შესვლა სახიფათოც კი გახდა. როცა 77-ე ნომერი ფორმაშია, მისი შეჩერება რთული ამბავია, თანაც, თუკი ამას ხელს გუნდიც უწყობს ისე, როგორც მატეო პოლიტანო აკეთებდა. ჯაკომო რასპადორი კარგად მოძრაობდა და ნეაპოლელები შეტევას ჩაწოდებებით არ ავითარებდნენ, როგორც ეს მინდორზე ვიქტორ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ნიგერიელის დონის მიუხედავად, მისი არყოფნა ზოგჯერ იქნებ უკეთესიც იყოს, მათ შორის, "კვარასთვის", რომელიც მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, ოსიმენს დროული პასი მიაწოდოს. მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგა, ბერლინი და "უნიონია".

altკვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო

altხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 42 /
როცა ფეხბურთელი გატანილი გოლის შემდეგ ტრუსების იხდის და ისე გამორბის მოედნიდან ის არვის უკვირს და კვარას იმიტაცია უკვირთ.მეუღლეს ესროლა სიყვარულის ისარი.ეცლა კი დააფრინდით კვარას.
გივი
04 თებერვალი 2024 10:47
0
კაცმა ცოლი მოიყვანა და ალბათ ასე ამიტომ აღნიშნა, სუყვარულის ისარი გაისროლა ))) ისე ამდენ ვარაუდებს, ვინმე ღვთისნიერმა ჟურნალისტმა მიწეროს და ჰკითხოს, დარწმუნებული ვარ არ დაუმალავს!
!
25 ოქტომბერი 2023 22:17
0
რა ყველაფერს უკონტროლებთ ამ ადამიანს რა გინდად როგორც უნდა და რასაც აკეთებს ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ უბრალოდ ეს არის ბოღმა ადამიანების ყ..ე კომენტარები
დდდ
23 ოქტომბერი 2023 19:02
2
ხომარ იცით სად შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად ბილეთის შეძენა? (ნაპოლის საშინაო თამაშების)
ბილეთი
23 ოქტომბერი 2023 17:10
2
37 ევრო თუ ოკ,მაშინ პირდაპირ ნაპოლის საიტზე თამაშამდე 2 კვირით ადრე იწყება გაყიდვა: sscnapoli.it >Biglietti ,თუ არა და სტადიონის გარეთ დაძრწიან გადამყიდველები და იმათ უნდა შეევაჭრო.
მოცლილი
23 ოქტომბერი 2023 21:38
0
ხან ვიღაც კალათბურთელს ბაძავს, ხან მოკრივეს, ტრიბუნებიდან მისი "საქორწილო" თითი როგორ უნდა გაარჩიოს მაყურებელმა შუა თითისგან? სხვას რომ არ მიბაძოს და ემოციის გამოხატვის რაიმე საკუთარი ლამაზი ჟესტი მოიფიქროს არა? ჩვენთან რომ რომელიმე ფეხბურთელს იგივე გაეკეთებია, პროვოკაციაში ჩავუთვლიდით თუ არა? და კიდევ ერთი: რასაკვირველია , მისი ნებაა ცოლთან ურტიერთობას შინ და გარეთ როგორ გამოხატავს, მაგრამ, ვფიქრობ, მეტისმეტი მოსდის.
ჯონდო
23 ოქტომბერი 2023 17:06
4
შენ ქართულად აზროვნებ, ეგ კიდევ ევროპაა - იქ შუა თითსაც კოცნიან და თითებშუაც ლოკავენ
გიუშა - ს
23 ოქტომბერი 2023 20:41
1
შეიძლება შუა თითისგან ვერ გაარჩიო მაგრამ ტვინი ხომ უნდა ქონდეს ადამიანს რომ მიხვდეს შუა თითს არ აკოცებდა?!)))
გიუშა
23 ოქტომბერი 2023 18:15
1
მე ეს ამურის ისარი მგონია,რომელიც აღაგნებს ჩვენს გულებს სიყვარულით და სიხარულით.
გალილეო გალილეი
23 ოქტომბერი 2023 12:31
3
კარგი ვიდეო
https://youtu.be/JhVcNmdoohM?si=ql4sLkpNuVmFddQT
ქ. გ.
23 ოქტომბერი 2023 12:15
0
ნაპოლის ყველაზე დიდი პრობელემა დაცვაშია! უფრო კონკრეტულად დაცვის მარჯვენა მხარეს, ანგისა დი ლორენცო და რახმანი ვერ არიან ჩვეულ ფორმაში, თითქმის ყველა ბურთი იქიდან გადის ნაპოლის კარში.
რობი
23 ოქტომბერი 2023 11:33
0
დიდი ხანია ვწერ, რომ ოსიმენი არაა ის ფეხბურთელი, რომელზედაც ყველა შეტევის დამთავრება რომ მიენდოს. დღეს ერთი-ორი მომენთი თუ შეგექმნა და ვერ გაიტანე დიდი ფუფუნებაა, ოსიმენი თამაშში 5-6 მომენტს ანიავებს. ამასთან ერთად ყურადღებით დარაჯობენ. ამ დროს მწვრთნელმა დამამთავრებელ ფაზისთვის სხვებს უნდა მისცეს საშუალება, ეს კი არ ხდება. ისე გარსია მეცოდება. ოსიმენი რომ სკამზე დასვას შეჭამენ, არადა უმისოდ შეიძლება უკეთესი იყოს. ვნახოთ, ახლაა სწორედ ამის დრო.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ოქტომბერი 2023 10:11
4
სეზონის დასაწყისში იყო მგონი, ნაპოლიმ ოსიმენის გარეშე 4:0 რომ გაიმარჯვა. დიდი არაფერი ფორვარდია, რასაც ის მომენტებს ანიავებს..... ალბათ თუნდაც მიქაუტაძე ან დავითაშვილი 80 პროცენტს გამოიყენებდნენ.
ბადრი
23 ოქტომბერი 2023 11:06
8
თითებით გოლების აღნიშვნის დამდგმელი რეჟისიორი და სცენარის ავტორი არის თქვენთვის კარგად ცნობილი ინსტაგრამელი მეტიკტოკე ნინუცა. ხვიჩას მოფიქრებული არ არის ეს ჟესტები.
ქ. გ.
23 ოქტომბერი 2023 10:04
7
ნაპოლის ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაშია! უფრო სწორედ დაცვის მარჯვენა მხარეს ანგისა დი ლორენცო და და რახმანი ვერ არიან ჩვეულ ფორმაში:)
რობი
23 ოქტომბერი 2023 11:28
2
ან რა საჭიროა ეს ჟესტები? კახი ასათიანმა მსოფლიოზე მექსიკაში გაიტანა, შემოტრიალდა და კაცურად თავაწეულმა დატოვა საჯარიმო. ეს იყო ღირსეული ფეხბურთელის ღირსეულად აღნიშვნა. სხვათაშორის სსრ კავშირის ნაკრებში ბურთს ვინც გაიტანდა ხელს ჩაარტყავდენ და მორჩა, დღეს კი მთელ გუნდს ზედახორა აქვს და 2-3 წუთუ უნდებიან დაწყნარებას.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ოქტომბერი 2023 10:19
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული