"ვფიქრობდი, რომ "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა" - შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ნიდერლანდურ გამოცემა Voetball International-თან ინტერვიუში "აიაქსის" ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

ამსტერდამელთა ყოფილი ფორვარდის თქმით, იგი ელოდა, რომ მიქაუტაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად შანსი ჯერ კიდევ ვერ მიიღო.

"სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს მალევე დაიწყებდა. გოლის გატანა შეუძლია და ეს ნაკრებშიც დაამტკიცა, გიორგიმ ტაილანდს 4 გოლი გაუტანა, ეს კი ისტორიული შედეგია. მიქაუტაძე ცოტათი ლუის სუარესს ჰგავს, რომელსაც სახიფათო მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლია, მას კარგი ხასიათი აქვს და
იცის, რატომ არის "აიაქსში", თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად საკმარისი დრო არ ეძლევა.

"აიაქსს" ახლა რთული პერიოდი აქვს. ამ სეზონში მათი ბევრი მატჩი ვნახე, თუმცა შედეგების გამოსასწორებლად გარკვეული დროა საჭირო.

ვერ ვიტყოდი, რომ ამდენი ახალწვეულის მოყვანით დირექტორთა საბჭომ ან მთავარმა მწვრთნელმა შეცდომა დაუშვეს. როდესაც ამსტერდამელთა რიგებში ვთამაშობდი, კივუ, მაქსველი, იბრაჰიმოვიჩი და მიდო გვყავდა. მიუხედავად მათი ოსტატობისა, გუნდთან მორგება თავიდან მათაც გაუჭირდათ, თუმცა არ დანებდნენ და შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

altკატასტროფა. "აიაქსმა" ისევ წააგო და გასავარდნად აქვს საქმე - მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

მკითხველის კომენტარები / 10 /
კიდევ კარგი ინგლისური გუნდები არ იწვევენ, თორემ საწყალი … ევროკაკშირს გარეთ დარჩებოდააა… არა შოთტტტი
კობა
14:10 23-11-2023
0
კიდევ კარგი ინგლისური გუნდები არ იწვევენ, თორემ საწყალი … ევროკაკშირს გარეთ დარჩებოდააა… არა შოთტტტი
კობა
14:10 23-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული