"ვფიქრობდი, რომ "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა" - შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ნიდერლანდურ გამოცემა Voetball International-თან ინტერვიუში "აიაქსის" ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

ამსტერდამელთა ყოფილი ფორვარდის თქმით, იგი ელოდა, რომ მიქაუტაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად შანსი ჯერ კიდევ ვერ მიიღო.

"სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს მალევე დაიწყებდა. გოლის გატანა შეუძლია და ეს ნაკრებშიც დაამტკიცა, გიორგიმ ტაილანდს 4 გოლი გაუტანა, ეს კი ისტორიული შედეგია. მიქაუტაძე ცოტათი ლუის სუარესს ჰგავს, რომელსაც სახიფათო მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლია, მას კარგი ხასიათი აქვს და
იცის, რატომ არის "აიაქსში", თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად საკმარისი დრო არ ეძლევა.

"აიაქსს" ახლა რთული პერიოდი აქვს. ამ სეზონში მათი ბევრი მატჩი ვნახე, თუმცა შედეგების გამოსასწორებლად გარკვეული დროა საჭირო.

ვერ ვიტყოდი, რომ ამდენი ახალწვეულის მოყვანით დირექტორთა საბჭომ ან მთავარმა მწვრთნელმა შეცდომა დაუშვეს. როდესაც ამსტერდამელთა რიგებში ვთამაშობდი, კივუ, მაქსველი, იბრაჰიმოვიჩი და მიდო გვყავდა. მიუხედავად მათი ოსტატობისა, გუნდთან მორგება თავიდან მათაც გაუჭირდათ, თუმცა არ დანებდნენ და შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

altკატასტროფა. "აიაქსმა" ისევ წააგო და გასავარდნად აქვს საქმე - მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

მკითხველის კომენტარები / 10 /
შოთი ნაწილობრივ შენი ბრალიცაა რაც მოხდა, შეგეხედა ადამიანო ამ გუნდისათვის კარგად, სანამ ამ ბიჭს იქ გადასვლას ურჩევდი. არც შარშან ვარგოდა აიაქსი და არც ერედივიზიონი ჯობია ლიგა 1-ს. რა არის ეს სახელებზე ავარდნა არ მესმის. ყველა ვარიანტში, მწვრთნელიც რომ შეუცვალონ, სანამ ეს გუნდი დალაგდება.. მოკლედ ეს წელიწადი ბიჭმა დაკარგა განვითარების კუთით. და ღმერთმა ქნას, რომ მხოლოდ ეს ერთი წელი.
არტ
15:50 23-10-2023
10
4-3 წააგო,ანუ ეს მწვრთნელი იფიქრებს ახლა გოლები გაგვაქვს,პრობლემა დაცვაშიაო და შემდეგ თამაშს მარცხენა ცენტრალურ მცველად დააყენებს ძირითადში
Levani
13:59 23-10-2023
1

სიახლეები პოპულარული