მამარდაშვილი დიდებულად გაისარჯა და კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „კადისი“ 2:0 დაამარცხა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად ირჯებოდა, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, გიორგი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა - 7.8-ით, ხოლო sofascore-მა - 8.0-ით. კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.

მასპინძლები დებიუტში გაიამ ლამაზი გოლით დააწინაურა. სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა
მომენტებს ვერ ქმნიდნენ და 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ - პეპელუსთან უხეშობის გამო მსაჯმა ნავარო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. სულ მალე კი თავურით დურომ ანგარიში გაზარდა, რომელსაც ჩინებული პასი კორეამ გაუკეთა და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბარახას გუნდი ინიციატივას ფლობდა. შეცვლაზე შესულ იარემჩუკს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ბოლოს "კადისმა" შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - კადისი 2:0
გოლები: 1:0 გაია (4), 2:0 დურო (20)
გაძევება: ნავარო (22)

მკითხველის კომენტარები / 7 /
დავითაშვილის ევროპული დონეობ ა არ გაიშვას.DDD
იმედის
24 ოქტომბერი 2023 13:16
12
პირველი ტაიმის მერე დავწექი, რადგან ჩავთვალე, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თანაც "კადისს" კარში არც დაურტყამს პირველ ტაიმში. ბრავო გიო, ეს რა რთული ბურთები აუღია მეორე ტაიმში, ნამდვილი კატა დგას "ვალენსია"-ს და ჩვენი ნაკრების კარებში. აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს და უეჭველი უნდა გადავიდეს კიდეც უახლოეს მომავალში
fani
24 ოქტომბერი 2023 10:24
2
ქართველი გულშემატკივრები ტო..
მარტო ერთი ტაიმის ყურებით ტო..
მერე მე ახლა წამოვწვები გამიგე?და მიდი შენ თამაში მოიგე.
როგორ გინდათ ასე ტო?
ქეცბა
24 ოქტომბერი 2023 15:50
3
ხაზზე თამაშის დროს, უკვე მივეჩვიეთ,რომ ძალიან კარგია,მაგრამ გამოსცვლებზეც კარგი იყო!ახლა საჭიროა გამოსვლებზეც სტაბილურობა შეიძინოს და ფეხით თამაშზე გადაიტანოს მთავარი აქცენტი.ვალენსიას დაცვის გადამკიდე,გიომ ისეთი ფსიქოლოგიური მდგრადობა შეიძინა,რომ ვერა ფსიქოლოგი ვერ ასწავლიდა.ამ მხრივ,მას პრობლემები არ აქვს.ასე რომ მჯერა,მალე,ფეხითაც კარგად ათამაშდება და ტოპ მეკარედაც იქცევა,თუ უკვე არ არის.
სოსო
24 ოქტომბერი 2023 09:52
0
მინიმუმ 4 ევროპული დონის მოთამაშე გვყავს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი, ამას პლუს კვარაცხელია! ამით რომ არ ვისარგებლოთ არ შეიძლება.
იმედი
24 ოქტომბერი 2023 08:45
7
ჩაჩუაზე რო დაობდით ეს დურო.. დურუ ხურცილავას შვილიშვილი იქნება,კაი ჯანიანი ბიჭი ჩანს
Levani
24 ოქტომბერი 2023 06:11
5
გენაცვალე, გიო!
ILIA
24 ოქტომბერი 2023 01:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული