აზაროვის საგოლე პასი - "შახტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა.

დონეცკური გუნდის ახალმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ირაკლი აზაროვი სასტარტოში დააყენა (გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა შორის დატოვა), მატჩი კი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რომელთაც ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი აკლდათ და ახლო მანძილიდან ფერმინის დარტყმული ბურთი მეკარე რიზნიკმა მოიგერია. „მეშახტეები“ თავს იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. „ბარსამ“ თანდათან ზეწოლა გააძლიერა, განსაკუთრებით, მარჯვენა ფლანგიდან, სადაც იამალის წინააღმდეგ აზაროვი თამაშობდა. კანსელუს რიზნიკმა არ გაატანინა, ხოლო მომდევნო ეპიზოდში დაწინაურდნენ - ფერმინის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე
კი ფერან ტორესმა მეტოქის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში ფერმინმა თავისი პირველი საჩემპიონთალიგო გოლით ანგარიში გაზარდა.

მეორე ტაიმში „ბარსელონა“ ისევ ფლობდა უპირატესობას, „შახტარმა“ კი სხვაობა შეამცირა - აზაროვმა შესანიშნავი პასით სუდაკოვი მეკარე ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთს კატალონიელთა კარში მიუჩინა ადგილი. ამას ფერმინის ორი მომენტი მოჰყვა - ძელს გარტყმული ბურთი და თამაშგარეს გამო ჩაუთვლელი გოლი. დონბასელები შეხვედრის დასასრულს გააქტიურდნენ. ირაკლიმ კარგი პასი სტეპანენკოს გაუკეთა, რომელმაც მიზანს ვერ უწია და უკეთესმა გუნდმა ელ კლასიკოს წინ გაიმარჯვა.

„შახტარი“ H ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ მატჩს 7 ნოემბერს ჰამბურგში „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი". 41 409 მაყურებელი
ბარსელონა - შახტარი 2:1
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (28), 2:0 ფერმინი (36), 2:1 სუდაკოვი (62)

მკითხველის კომენტარები / 15 /
სპორტულ ასპექტებზე შეძლებისდაგვარად ობიექტურად მაჯელობის ნაცვლად,ამ სივრცეში ზოგიერთი მართლა "ძღინკიანი" ბოღმის,ზიზღის და სიძულვილის თესვას რომ ცდილობს,ესაა კატეგორიულად მიუღებელი,აუტანელი და დასაგმობი.
ბრაზი
26 ოქტომბერი 2023 12:44
2
ბევრი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხვიჩას და მამარდას რომ მეტ ყურადღებას აქცევს ქართველი გულშემატკივარი და საფეხბურთო სამყარო, ეს ნორმალურია, რადგან სწორედ ეს ორია ისეთი, რომელთაგან დიდი ფეხბურთის თამაშს ველოდებით. ამიტომ მათზე ყურადღებაც დიდი უნდა იყოს და მოთხოვნაც. აზაროვს, შენგელიას, გოჩოლეიშვილს და სხვა დანარჩენებს რა თქმა უნდა, კვარას დონეს ვერ მოვთხოვთ, არც გვაქვს ამის იმედი და ამიტომ მათ გამონათებას ავღნიშნავთ კიდეც. სხვათაშორის კვარას თამაშს იტალიაში და სრულიად ევროპაშიც დიდ გამოხმაურება აქვს, ასე, რომ მისი თამაშით ყველაა აღფრთოვანებულია, ამიტომ ეს ისაა ვისკენაც დანარჩენებმა უნდა ისწრაფონ და ჩვენ მაყურებელმაც ყველაფერ ამას ჩვენებურად ხელი უნდა შევუწყოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ოქტომბერი 2023 10:44
2
დაცვაში ნოლია და მარტო პასი რა ბედენაა.
ეეე
26 ოქტომბერი 2023 10:33
3
დიდი ამბავი....ბარსელონასთან სტუმრად ასისტი გააკეთა ჩ/ლ-ის თამაშში!!!...კვარას ასისტი მაინც იტორიული მოვლენაა, იგივე რანგის თამაშზე, ბუნდესლიგის მე-16 ადგილზე მყოფ გუნდთან, რადგანაც ნაპოლი,ოსიმენი, ნეაპოლი, რასპადოლი თუ დი ლორენცო მაინც სხვაა-მშობლიური,ქართული ფეხბურთის დასაწყისიც, აწყმოც და მომავალიც. თანაც კვარას მაინც კვარაა და ერთი რიგითი ფეხბურთელის- ირაკლი აზაროვის საგოლე გადაცემა რა მოსატანია, მერე რაა?? იგივე აზაროვმა,რომელსაც შახტართან კონტრაქტი უკვე ჯიბეში ედო, გადადო დასვენება და ტრამვის რისკი და პატიოსნათ ითამაშა ახალგაზრდულში......ხოო კიდევ!! სტატიის სათაურები შეადარეთ- კვარას შემთხვევაში....კვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა... აქ კიდევ მშრალად....აზაროვის საგოლე პასი...
ასეა!!!
26 ოქტომბერი 2023 10:31
4
გულწრფელად ვამბობ, რომ არ მეგონა თუ ირაკლი ბარსელონასთან ამ დონეზე ითამაშებდა. ნაკრებში მისი უნარების გამოყენება უფრო უკეთესად შეიძლება! ვილიკ, იფიქრე ამ მიმართულებით!
ვაჟა მასწავლებელი
26 ოქტომბერი 2023 00:14
3
გუშინ რომ შიგ-ევროპელმა ძღინკიან - 8 თამაშის ზედიზედ წამგებ გუნდთან საგოლე პასი გააკეთა გადადგით ყველაფერი და აზაროვის საგოლე პასს ბარსელონასთან - თან ძღინკიანი შახტარით, არც კი იმჩნევთ, ხო? ))
ჰო, იმ ვითომ-პატრიოტ ევროპელზე ვამბობ, რომელზეც სიყვარულების გარეშე დაწერილ კომენტარებს ადისლაიქებთ და მერე, თქვენს სიყვარულების გახეთქილ ბუშტებზე დისლაიქის ავტორებს ბოღმიანებს ეძაღით, თქვე სეთურის ღირსეულო სამწყსოვ, თქვენ )) მაგარი დაქოქილი კი ყავხართ ძია სემს..
ისიც ნიშანდობლივია, ამ სტატიას შესაბამისი ვიდეო რომ არ ახლავს ))
shig europebshi
25 ოქტომბერი 2023 23:08
80
არ ვიცი როგორ მოგმართოთ, შიგ ევროპაში თუ შიგ მორდორში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაგას?! მთავარია რომ გირჩევ სრულიად უფასოდ, სანამ დრო გაქვს წადი ძმაო , გაყევი რა შენ საყვარელ,,რუსკიი ვოენნიი კარაბლ-ს" ...კარაბლ ...ბლ
Bs
26 ოქტომბერი 2023 20:57
2
რა გინდა ბიჭო შენ? თავი მიარტყი რამეს?
დათო
26 ოქტომბერი 2023 09:22
3
ყველა გამოხმაურება
ირაკლი აშკარად ნახევარმცველია და რატომ ათამაშებენ დაცვაში, არ მესმის!
ბესო შიოშვილი
25 ოქტომბერი 2023 22:53
2

სიახლეები პოპულარული