თავის მეგობარ მარიო ბალოტელისთან TV Play-ს ეთერში "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"გიჟური ნიჭის მქონე ტალანტია. მისი თამაში ძალიან მომწონს. ფეხბურთისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც მე. მეტსახელი შევარქვი - "ჯადოქარი". იმის გარდა, რომ დიდებული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი ადამიანური თვისებები - ამ მხრივაც დიადია. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს".
მან აგრეთვე თქვა, რომ ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს და "ოქროს ბურთზე" ოცნებობს.
ოსიმენი ტრავმის გამო ნოემბრის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს, თებერვალში კი ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასზე იასპარეზებს
და "ნაპოლის" ვერ დაეხმარება.
სირცხვილი და თავის მოჭრაა ეროვნულის,თუნდაც ჯერაც სუსტის არა კროტიკა,არამედ სიძულვილნატევი გმობა და გინება!!!