გუგეშაშვილი "ბაიერთანაც" არ ათამაშეს - მის რუს კონკურენტს 5 გაუტანეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ყარაბაღი“ სტუმრად „ბაიერთან“ 1:5 დამარცხდა.

ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო, კარში კი რუსი ანდრეი ლუნევი იდგა, რომელსაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა 5 გოლი გაუტანეს. ის ამ გუნდში 2021-23 წლებში იმყოფებოდა და 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ყარაბაღი“ H ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს სახლში „ბაიერთან“ ჩაატარებს.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ყარაბაღი 5:1
გოლები: 1:0 ვირტცი (4), 1:1 ბაირამოვი (16, პენ), 2:1 გრიმალდო (29), 3:1 ბონიფასე (35), 4:1 გრიმალდო (55), 5:1
ტაპსობა (58)

მკითხველის კომენტარები / 5 /
უნდა დატოვოს ყარაბაღი ნებისმიერ ევროპულ ლიგაში შეულია თამაში
სადაა აგენტი?
03:50 27-10-2023
2
ვა საუყვარელო! რატო მეტი არ გაიტანეს?!
ლაშა
08:27 27-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული