"ერთი მშიშარაა, მეორე კი პროფესიონალი" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო შეადარა

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ Punto Nuovo-ს ეთერში ერთმანეთს რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

"თავდაპირველად "მილანისა" და "ნაპოლის" შედარებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" იდეალურ ფეხბურთს ვერ გვთავაზობს, ჩემი აზრით, "როსონერი" უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება. პიოლის გუნდი უსისტემოა და მათ ლიდერიც არ ჰყავთ. დაუჯერებელია, რომ მილანელებს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუტანიათ.

გარსია განსხვავებული სპეციალისტია. იგი, პირველ რიგში, არწაგებაზე ზრუნავს. "ნაპოლი" ფრთხილი გუნდია. არის თუ არა კვარაცხელია ლეაოზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ასი პროცენტით. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. ლეაო რაღაცით
ბალოტელის მაგონებს, ზოგჯერ გამაღიზიანებელია, ნარცისი და ეგოისტი მოთამაშეა. ხვიჩა პატარა მეომარია, ბურთს არასდროს ემალება და მუდამ მზადაა გუნდს დაეხმაროს, პორტუგალიელი კი ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს, როდესაც ბურთი მისდის", - განაცხადა დე პაოლამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰო,ლეაო შიშის გამო გაურბის ხოლმე მცველებს!გასულ სეზონში,იტალიაში, თუ ვინმე თამაშობდა ლამაზ ფეხბურთს,პირველ რიგში,ეს ორი კაცი იყო და წელსაც იმედია ასე იქნება.ვინც გინდა და როგორც არ უნდა დასცინოს ლეაოს,ისევე როგორც ხვიჩას,ამით მათ არაფერი არ დააკლდებათ,საკუთარ თავს კი,ძალიან ბევრს მოაკლებენ.ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ვიტყვით,რომ ლამაზი ფეხბურთის გემო არ იცის და ასეთს რაც გინდა ჩაუდო პირში,ვერაფერს გაიგებს.
სოსო
19:27 27-10-2023
2
გრანდებთანაც უნდა გაიტანო ხვიჩა.
რიო
19:08 27-10-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული