დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მილანი
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32)