"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ ყოფნა მომიწევდა. ამის გამო ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ.
ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და მათთან ერთად აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დიდებული ფეხბურთელები არიან და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა. მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მან მუნდიალზე გააკეთა", - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა
აი, ხომ მივეჩვიე ამ საიტის მრევლის წაწილის უკუღმართობას და ბოღმიანობას, მაგრამ სპორტულ ცერემონიალზე თუ ფეხბურთელის მეუღლის კაბა გახდებოდა განსახილველი, ვეღარ ვიფიქრებდი.
გაიხარეთ რა (თუ გაქვთ მაგის უნარი), რომ ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს ასეთ მსოფლიო ფეხბურთის ელიტის ფორუმზე. რა დროს კაბის სიგრძე და ფორმაა.