ლეგენდარულმა ფილიპო ინძაგიმ სადებიუტო შეხვედრაში ფრედ ითამაშა, შემდეგ დათმო და პირველი გამარჯვების იმედი მოქმედ ჩემპიონებთან აქვს - 10 მატჩი მოგების გარეშე ძალიან ცუდი სტატისტიკაა. "პიპოს" გუნდმა თასზე გაიხარა, ანდრეა პირლოს "სამპდორია" 4:0 დაამარცხა და იმედი აქვთ, ეს წყალი სერია "ა"-შიც გადმოესხმებათ.
ელიტაში დაბრუნების შემდეგ სალერნოელებმა ნეაპოლელებთან ოთხჯერ ითამაშეს და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. როდის? - მაშინ, როცა მთელი
რუდი გარსიას გუნდმა საკუთარ არენაზე კინაღამ მესამედ წააგო, სტუმრად კი უკეთესი შედეგები აქვს. ოსიმენი კვლავ ტრავმირებულია. რასპადორი კვარაცხელიასთან ერთად მშვენივრად ათამაშდა და ასეთივე გაგრძელება სურს. ნათანი გააძევეს და ოსტიგორი ცუდ ფორმაში მყოფ რაჰმანის უნდა შეუწყვილდეს. ანგისას ძირითად შემადგენლობაში ველით. "მილანთან" ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მაინც საბაზო სტრატეგიას დაეყრდნობა.
მართალია, კვარაცხელიამ წინა მატჩში ვერ გაიტანა, მაგრამ ოქტომბერში ის მშვენიერ ფორმაშია და თვის ფეხბურთელის ნომინაციაზე კიდევ ერთხელაა წარდგენილი. "კვარას" გასულ სეზონში სალერნოში არ უთამაშია, ზემოხსენებულ ნეაპოლურ შეხვედრაში კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.
მატჩს რაპუანო განსჯის, რომელიც იმ დაპირისპირებას უძღვებოდა, როცა "მილანმა" "სტადიო მარადონაზე" დიდი ანგარიშით (4:0) გაიმარჯვა. იმედია, ამჯერად "ნაპოლისთვის" წარმატებული შეხვედრა იქნება!..
"ხვიჩა კვლავ ბრწყინვალე იყო, "ნაპოლიში" გარსიას ამბავი მალე დასრულდება" - რა თქვა კასანომ