"კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს" - "აიაქსის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
გუშინ, 2 ნოემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, "აიაქსმა" "ვოლენდამს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მიქაუტაძეს კარგი მონაცემები აქვს, თუმცა ჯერ ახალ გუნდში ადაპტაცია უნდა გაიაროს.

"მიქაუტაძეს ძალიან კარგი მონაცემები აქვს, შეტევების წარმატებით დასრულება შეუძლია. ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე, თუმცა "აიაქსს" განსხვავებული სტილი აქვს. ამიტომ ამასთან ადაპტაცია დასჭირდება.

მაგალითად, რა უნდა გააკეთოს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში და როგორ მოაქციოს მეტოქე წნეხის
ქვეშ? ამ ხარვეზებზე სამუშაოდ გიორგის ცოტა მეტი დრო დასჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძეს აუცილებლად გამოვიყენებთ", - განაცხადა ჯონ ვან ტ'სხიპმა.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-15 ადგილზეა. ამსტერდამელები მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, "ჰერენვენთან" გამართავენ.

alt"მეცი" გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება - ცნობილი ფრანგული გამოცემა დეტალებზე წერს

alt"აიაქსმა" მოიგო - მიქაუტაძე ვან ტ’სხიპმაც არ ათამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
"შეტევების წარმატებით დასრულება შეუძლია.თუმცა "აიაქსს" განსხვავებული სტილი აქვს." - ეგ ჩვენც დავინახეთ )
გია_544
00:10 04-11-2023
0
რა ხარვეზები რაუნდა?? კაცი ჯერ ერთი ტაიმი არ ათამაშეს.. ფუ რა კომეტრი უნდა დაწერო ფარ.. ჩა.აკ აიქსზე.. ფუუუუ.. გუდნის მეტი ყველაფერია უფარ..ჩაკესი..აა.. დროზე უნდ აწახიდე ძმაო იქიდან .. ბათუმის დინამო თუ არ ჯობდეს კაცი არ ვიყო
ცისფერი მთები
21:10 03-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული