მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონ
„ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „უნიონთან“ გამართავს.
სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)