სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, სტუმრად "სალერნიტანასთან" მოგებულ მატჩში (2:0), "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 67-ე წუთამდე ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა:
7.7 flashscore-სგან, 7.5 Whoscored-ისგან და 7.4 sofascore-სგან - ერთ-ერთი საუკეთესო ორივე გუნდიდან.
სამივე საიტის საშუალო არითმეტიკული მონაცემებით ყველაზე მაღალი შეფასება "ნაპოლის" ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ მიიღო.