როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, სტუმრად "სალერნიტანასთან" მოგებულ მატჩში (2:0), "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 67-ე წუთამდე ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა:

7.7 flashscore-სგან, 7.5 Whoscored-ისგან და 7.4 sofascore-სგან - ერთ-ერთი საუკეთესო ორივე გუნდიდან.

სამივე საიტის საშუალო არითმეტიკული მონაცემებით ყველაზე მაღალი შეფასება "ნაპოლის" ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მგონი კარის სიახლოვეს გასული კვრაცხელია იმის ნაცვლად, რომ მოულოდნელობის ეფექტი გამოიყენოს და დაარტყას, დიდხან ფიქრობს და ბურთს ზედმეტად დიდხანს "დაათრევს", რაც მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს კართან ჩამოსვლის დროს და საშუალებას აძლევს, კვარას დაგვიანებით დარტყმული ბურთი კი მიზანს ვერ აღწევს.....
ნათია
12:17 05-11-2023
7
თუ თამაშს არ უყურეთ კომენტარებს ნუ აკეთებეთ. მან თამაში საშუალო დონეზე ჩაატარა, რითაც თვითონ უკმაყოფილოა იყო მომენტები როდესაც შეეძლო სისწრაფე აეკრიფა როდესაც ბურთი ცარიელ სივრცეში იიღო და მცველი პოზიციურად ახლოს ვერ იდგა და ვერც დაეწეოდა, გაცდენლი იყო უკვე დამცველს მაგრამ დაატორმუზა, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენა, შეიძლება გადაღლლილია ფიზიკურად რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც უშლის ხელს. არა უშავს. არაფერი გაუფუჭებია და რაც მთავარია თამაში მოიგეს გასვლაზე და ქულები აკრიფეს. სწორი ჰქნა გარსიამ რომ შეცვალა და იმედია საკმარისად დასვენებული გამოვა 8-ში ბერლინის წინააღმდეგ.
simartle
00:23 05-11-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული