რა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წინ "ნაპოლის" უფრო პრაგმატული და ნაკლებად თვალსასეირო შეხვედრა გამოუვიდა. რუდი გარსიას გუნდმა "სალერნიტანასთან" მოსაგები (2:0) მოიგო, ცოტა ძალებიც გადაანაწილა და მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს.

შეხვედრამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოაჩინა. ოსიმენის დაბრუნების შემდეგ შესაძლო ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა სულ უფრო აშკარა ხდება. ჯაკომო რასპადორიმ საკუთარი თავი იპოვა, კარგად ერთვება გუნდურ ოპერაციებში და მშვენივრად აგვირგვინებს ყველაფერს გოლით. ჯაკომოს პერიოდულად ერთგვარი ეგოისტური მოქმედებები ახასიათებს, რის საშუალებასაც ოსიმენი ნაკლებად მისცემს. მაგალითად, პირველი ტაიმის ბოლოს იყო ეპიზოდი, როცა ბურთის გატარების შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია გაცილებით
ხელსაყრელ სიტუაციაში რჩებოდა, რასპადორიმ კი კარში ნაკლებად მომგებიანი პოზიციიდან დაარტყა...

Sportall.Ge

როცა სივრცე აქვს, მატიას ოლივერაც უფრო აქტიურია. მარცხენაფლანგელს მონდომებაც არ დაეწუნება. ურუგვაელს წელს ერთი შედეგიანი პასი აქვს, მარიო რუის კი - არცერთი. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელმა თანაგუნდელებს ექვსჯერ გაატანინა. ყველაფრის მიუხედავად, კვარაცხელიას, ფაქტობრივად, ყველა შედეგიანი მატჩის დროს სასტარტოში რუი იყო და ეს უბრალო დამთხვევა ვერაფრით იქნება - "უნიონთან" ასისტისას, "ვერონასთან" დუბლისას თუ "უდინეზესთან" მონატრებული გოლისას. მარიო ტაქტიკურად განსწავლულია, კარგად აკონტროლებს თამაშის მიმდინარეობას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლობოტკას თამაში. თითქოს წინა სეზონის სტანისლავი ვნახეთ - ყველგან ჩნდებოდა, სადაც ბურთი ტრიალებდა, ტემპს კარგად აკონტროლებდა და ბურთი შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად მიჰქონდა. თუკი ოდესმე ნახევარდაცვაში ფეხბურთელების შემცირება სლოვაკის ხარჯზე მოხდება, ეს სამწუხარო იქნება. ზამბო ანგისას აბსოლუტურად განსხვავებული დადებითი უნარები გააჩნია, რომლებიც გარკვეული სტილის მეტოქეებთან უფრო ჩანს.

რაც შეეხება "კვარას", შეხვედრის ხასიათის მიუხედავად, ის მასში ბოლომდე იყო ჩართული და დაცვით ფაზაშიც აქტიურობდა. ხვიჩას ტემპის დასაგდებად ფილიპო ინძაგის გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა (ექვსჯერ დაჯარიმდნენ) და მაქსიმალურად ისე, გაფრთხილება არ მიეღოთ. ისეთი მასიური დაცვის პირობებში, რაც კვარაცხელიას ირგვლივაა, მან კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, თავისუფალი სივრცეები აითვისოს. ამაში თანაგუნდელების წვლილიც უნდა იყოს. ისევ შევეხებით დარტყმების სიზუსტეს, უფრო სწორად, უზუსტობას. როცა ქართველი გარემარბი ბურთითაა, მობილიზება იმდენად გაზრდილია, ეს მცველების მხრიდან ბურთის დაბლოკვას ახშირებს. 77-ე ნომერი რაც უფრო მეტად და ზუსტად დაარტყამს კარში ისე, როგორც ამას რასპადორი აკეთებს ან ელიფ ელმასის შემთხვევაში ვნახეთ, შედეგიანობა გაეზრდება. ამაზე "კვარა" ჩვენზე მეტად იფიქრებს და იმუშავებს. აღსანიშნავი იყო ორთაბრძოლებში, მათ შორის, საჰაერო გამარჯვებები. სამწუხაროა, რომ მას ტოპ-მწვრთნელებთან მუშაობა არ უწევს, რაც ვარსკვლავების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა!..

alt"ნაპოლიმ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 13 /
"რასპადორივით ხშირად უნდა დაარტყასო" 10-დან 7 დასარტმელ პასს ხვიჩა უკეთებს,თან ისეთს,რომ ვერ ბლოკავენ,ეს დებილი კი კარს აცილებს.ხვიჩა თვითონ იქმნის დასარტყმელ პოზიციას და მინიმუმ 3 მცველი ფეხებში უვარდება.ხვიჩა იდეალური არ არის,თავის თავზე სამუშაოც ბევრი აქვს,მაგრამ ასეთიც, ერთად აღებულ ნახევარ ნაპოლის ჯობია მინიმუმ. ეს სეზონიც და მერე ტოპ 5.
ნუკრი
10:46 07-11-2023
1
თქვენ იმდენს იზავთ ეს კაცი მალე ბოქსში გადავა, ძიუდოს, ან ბოლო ბოლო ნიჩბოსნობას მაინც ცდის უფლება არ აქვს თუ თქვენც ეგ გინდათ?
კ ო მ ბ ლ ე
21:13 05-11-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული