პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "უნიონს" 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „უნიონს“ 1:0 ამარცხებს

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს, ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის
წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი
გოლი: პოლიტანო (39)

მკითხველის კომენტარები / 5 /
სალერნიტანა, და ეს უნიონი ორჯერ ისეთი გუნდებია, რომ აქ უნდა გაილაღო, ატყუო ხალხი და ბურთი თავზე შემოახიო, მაგრამ რავი სულ მოეშვა მგონი თამაშს ისეთი ინერტული გახდა ხვიჩა, დრიბლინგს თავი გაანებე რამდენი უკან პასები აქ ბოლო პერიოდში კაცის მოტყუებაზე რომ ვეღარ მიდის, ტიპი ტაქტიკურად ისეთი განუსწავლელის შდაბეჭდილებას ტოვებს ნუ რავი უბურთოთ ვერსად ვერ იხსნება მეურვეს რომ დაუსხლტეს და თანაგუნდელს საპასედ თავი შესთავაზოს მაგრამ გახსნის და აჩქარების მაგივრად პირიქით უკან ბრუნდება თითქოს სირბილი ეზარებაო,
გამოვა ეხლა ელმასი და ისევ გაიტანს თავისას. ნერვები რო მეშლება და მეტი რო შეუძლია და აჩრდილია მოედანზე მიტო ვწერ ამას, გამოვა ვიღაც ტუგადუმი და კვარას ჰეითერის იარლიყს ამაწებებს, ბოდიში და თვალებს ვერ დავიბრმავებ ვარსკვლავები ასეთ "მოსეირნე" ფეხბურთს არ თამაშობენ და ეს ინერტული "ჩამქრალი" თამაშები სამწუხაროდ მოუხშირდა ბოლო პერიოდში ხვიჩას და ეს მუნიმუმ დამაფიქრებელია.
Dyogene
22:56 08-11-2023
4
მე რომ ვერ გავიგე, კვარა რა პოზიციაზე თამაშობს, ეგ, ალბათ, ჩემი პრობლემაა, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ გარსიამ მაინც იცის... კვარა თამაშობს ისე, როგორც ფეხბურთელი, რომელმაც ტრანსფერზე მოითხოვა დაყენება და დღე დღეზე გუნდიდან უნდა წავიდეს...
დდდ
22:53 08-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული