როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს, ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი
გოლი: პოლიტანო (39)
გამოვა ეხლა ელმასი და ისევ გაიტანს თავისას. ნერვები რო მეშლება და მეტი რო შეუძლია და აჩრდილია მოედანზე მიტო ვწერ ამას, გამოვა ვიღაც ტუგადუმი და კვარას ჰეითერის იარლიყს ამაწებებს, ბოდიში და თვალებს ვერ დავიბრმავებ ვარსკვლავები ასეთ "მოსეირნე" ფეხბურთს არ თამაშობენ და ეს ინერტული "ჩამქრალი" თამაშები სამწუხაროდ მოუხშირდა ბოლო პერიოდში ხვიჩას და ეს მუნიმუმ დამაფიქრებელია.