"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბრწყინვალე იყო დღეს ჩვენი ბიჭი,ცოტათი იღბალი დააკლდა! მადლობა ხვიჩა ამ ულამაზესი სანახაობისთვის❤️ აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რამდენჯერ “იხსნება” კვარა და ბურთს ვერ “აყოლებენ” მისი თანაგუნდელები,ამასთანავე დღეს ყველა პოზიციაზე დაიხარჯა,ახლა ვიღაც “ფეხს გამოყოფს” და იტყვის: იიი ვერ ითამაშა კვარამო
გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2023 00:02
27
Madloba xvicha am ulamazesi sanaxaobistviso giweria, me kide getyvi shen silamaze da zogadad lamazi ras nishnavs tu icode raa..an madlobebs ro ixdi ra temaa rato ixdi madlobebs?? Saqartvelos erovnul nakrebs moagebina tu tavad sheasrula dubli an hettriki?? Xvicha titqmis yvela qartvels uyvars da gulshematkivrobs magram eseti metichroba shen ggonia yvelaze magar gulshematkivrad gaqcevs xvichasii?? Madlobac,,kritikac da qebac adekvaturi unda iyos,zedmeti araferi varga
Gel-100
09 ნოემბერი 2023 09:09
0
სამწუხაროდ თქვენ არ გესმით ფეხბურთი და თქვენს ადგილზე კომენტარებსაც არ დავწერდი!!! თქვენ გაგიკვირდათ რატომ მიიღო ხვიჩამ მაღალი შეფასებები და რატომ პოლიტანო არ ჯობდა:))) დიახ,ვისიამოვნე დღეს კვარას თამაშით(საბედნიეროდ არა მარტო დღეს)
ბატონ დავითს-გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2023 08:21
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული