"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარას აშკარა რეგრესი აქვს სისწრაფის, სისხარტის,მოქნილობისა და ბოლო,გადამწყვეტი დარტყმის სიზუსტის დროს.
KOSTAKURTA
02:26 09-11-2023
6
ხვიჩას ყველა დარტყმა ან დაბლოკილია ან ცენტრში მეკარეს, ასე ტოპ ვარსკვლავობა და ოქროს ბუცი არ მოვა. ასეთი საფეხბურთო ინტელექტის პატრონს ასეთი ცუდი საფინიშო დარტყმა ქონოდეს არ მახსოვს. ეს თუ ვერ გამოასწორა არ ვიცი რა, კუთხეში დარტყმაზე საათობით უნდა ივარჯიშოს და რაღაც გამოვა.
მოკლედ ვისაც გინდათ ტაში უკარით და საუკეთესო იყოო და ასე შემდეგ
მაგრამ რეალურად თუ პრეტენზია გვაქვს ჩვენ და კვარას სხვა დონეზე უნდა იყოს მისი თამაში თუ სწორება გვაქვს ტოპ ვარსკვლავობაზე თორემ ელმასი, პოლიტანო და ასეთ სრედნიაკებზე 5 წელი რომ არ ითამაშოს ხვიჩამ ფეხბურთი და შემდეგ დაბრუნდეს ამათ დონეს დაბრუნებისთანავე აჩვენებს, მას მეტი რო შეუძლია ვიცით და მიტო ვითხოვთ მეტს მისგან ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. და რა აქცევს კარგ ფეხბურთელს ტოპ ვარსკვლავად? დიახ ცივსისხლიანად შესრულებული საფინიშო მკვლელი დარტყმა, და ეს დარტყმა კი კვარას აშკარად გამოსამუშავებელი აქვს ეს თვალნათლივ ჩანს. ბოლო სამ მატჩში მილანის მენიანს, აგერ უნიონის მეკარეს ორჯერ პირდაპირ ცენტრში დაურტყა კუთხე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მისცა, ეს კი შემთხვევით არ ხდება(მანამდეც უამრავჯერ იგივე). სერიოზულად აქვს სამუშაო ამ საფინიშო დარტყმაზე.
ამდენი დაბლოკილი დარტყმა ეგეც ხო სისწრაფეზეა და არა მხოლოდ დაღლილობაზე დამოკიდებული, ბევრს ფიქრობს და მიტომ. უბურთოდ უფრო მეტს უნდა მოძრაობდეს, და უფრო სხარტად უსხლტებოდეს მეურვეს საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან რადგან თანაგუნდელს პასი დასარტყმელ პოზიციაში გახსნილმა შესთავაზოს და არა მეურვეს ზურგს უკან რაც უმეტესად ესეა ხვიჩას შემთხვევაში, ისევ ისე აუტის ხაზზე რომ არის მიწებებული, ბოლო 15 წუთი ითამაშა კარგად მანამდე ინერტული იყო, შარშან სწრაფად აკეთებდა ყველაფერს და უფრო სწრაფი იყო ყველა მხრივ.
Almagro
00:27 09-11-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული