"კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა" - რას წერს Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) დაპირისპირებას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა.

"ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო, "კვარამ" ამ მატჩში ყველაფერი ჩადო, მისმა დრიბლინგებმა გერმანული გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეგოისტობის გამო ბოლო ბარიერის გადალახვას ვეღარ ახერხებდა ან თანაგუნდელისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, კარისკენ ნაადრევად ურტყამდა.

ძველი "კვარა" მინდორზე ბევრად უფრო მსუბუქად გამოიყურებოდა, ახლანდელი "კვარა" კი კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა, ქართველმა "უნიონ ბერლინის" ფეხბურთელებს კვლავ აჯობა, თუმცა გერმანელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს",
- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

altGazzetta dello Sport: "ნაპოლიმ' "უნიონთან" ფრით 2 მილიონი დაკარგა

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

altდღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

მკითხველის კომენტარები / 14 /
კვარას,რამდენჯერმე დაუბლოკეს დარტყმა.თავიდანვე ჩანდა,რომ დაუბლოკავდნენ,მაგრამ არ მახსენდება მომენტი,როცა კარგ პოზიციაში მდგომი,თავისუფალი პარტნიორი ჰყოლოდა გვერდით.ჰო და ისიც ურტყამდა,რადგან რიკოშეტით ბურთს შესაძლოა სასურველი მიმართულებაც მიეღო.რასპადორი,არავის და არაფერს იმჩნევდა,კარის გარდა.ალბათ მასზეც დაწერდნენ რაიმეს,თუმცა აქ ამაზე არაფერს ამბობთ და ამიტომ,სტატიაც ტენდენციური ჩანს.კვარა,ძალიან კარგად ურთიერთქმედებს ოსიმენთან და როცა რასპადორი და სხვა ფეხბურთელები,შესაბამისად ვერ კითხულობენ მომენტს,რა თქმა უნდა უკმაყოფილოც იქნება და კბილებსაც გააკრაჭუნებს.როცა დრიბლინგით საჯარიმოსაკენ მიიწევ,წესით,კარის წინ,შემტევებმაც მოძრაობა უნდა დაიწყონ და სახიფათო პოზიციებზე თავის გათავისუფლება და თავის შეთავაზება სცადონ.ჩვენთან ერთად,მისი თანაგუნდელებიც გაჩერებულები შეჰყურებენ,მის დრიბლინგს და მიდი კვარაო,გულში უყვირიან.არ იხსნებიან და როცა იხსნებიან,უკვე იმდენი საგოლე პასი გაუფუჭეს,სათვალავი ამერია.უნდა იყოს კმაყოფილი?-არ უნდა იყოს და არც არის და ვერც იქნება.გუნდის ვარსკვლავს,ახალგაზრდული შემადგენლობის ფეხბურთელის ხელფასს უხდიან და ისევ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას,გუნდის ცუდ თამაშზე!ეს ნიკალა მახარობლიშვილი,ჩაიციკლა ამ სულელი ფედელეს პეტელზე და გვამარაგებს,მისი სისულელეებით.ბიჯო,შენ თუ არ შეგიძლია რაიმე ანალიზის დაწერა,რამდენი კარგი ვეტერანი სპორტსმენი გვყავს,მწვრთნელები და ცნობილი გულშემატკივრები,თავისი ერუდიციით,ბევრ სპორტულ ჟურნალისტს რომ მოიტოვებენ,უკან.მიდი და მათი ნააზრევი მოგვაწოდე,რა?ისინიც იგრძნობენ დაფასებას და კმაყოფილები დარჩებიან,აქ კი,საინტერესო გახდება შემოსვლა და შენი რეიტინგიც აიწევს.ან აგერ,ღვთისავარ ანთაძეს შეხედე,გავაბედინეთ,საკუთარი ნააზრევის გაზიარება და დღეს,ბევრ უცხოელ სპორტულ ჟურნალისტს ჩაისვამს,ჯიბეში.შენც მიდი,სცადე!ერთხელ არ გამოგივა,მეორედ და მესამედ რაღაცა ღირებული,შენც გამოგივა.ყოველ შემთხვევაში,მაგის სისულელეებზე ჭკვიანურს,აუცილებლად დაწერ.სცადე,რას ჰკარგავ?თუ არაფერი გამოგივიდა, ეგ ფედელე,არსად გაიქცევა,აღარც მეტად დაჭკვიანდება და ისევ მოგვიშლი ნერვებს,მისი სისულელეების ბეჭდვით.გულწრფელად გეტყვი ნიკალა,მირჩევნია შენი გულწრფელად ნაფიქრი,თუნდაც სისულელე წავიკითხო,ვიდრე ამ,ყველაფრის ყოფილი სპეციალისტისა.ჯერ ერთი ახალგაზრდა ხარ და ამ დროს,ყველა ცდება,მეორე კი ისაა,რომ ჩვენი ხარ და ფედელესაგან განსხვავებით,შენს შეცდომას მოვითმენთ.ის მაინც გვეცოდინება,რომ ჩვენ სპორტზე გული შეგტკივა და შეცდომაშიც გულწრფელი ხარ.არც ის არის აუცილებელი,მაინც და მაინც ფეხბურთზე წერო.საიტზე თითქმის არაფერს წერთ,ჭიდაობებზე,კალათბურთზე,რაგბიზე,წყალბურთზე,ხელბურთზე.სხვა სახეობებიც ხომ არის.რომელიც შენთან უფრო ახლოსაა,დასპეციალდი და გააკეთე ანალიზური სტატიები,ინტერვიუები.საიტიც მოიგებს,შენც და ჩვენც.ამ ყვითელ პრესაზე გაცილებით საინტერესო იქნება შენთვისაც და ჩვენთვისაც.
სოსო
13:17 10-11-2023
2
მთაცვარი დამნაშავე რუდი გარსიაა. გუნდს აშკარად ვერ შეეწყო და ვერ ხვდება როგორ ათამაშოს. კვარა სულ გახსნილიდ დგას ფლანგზე მაგრამ დროულად პასს უგვიანებენ, როდესაც საჭიროა რომ გრძელი პასი საშუალო დონის მიაწოდონ ცარიელ სივრცეში ბურთს აგორავებენ და ზლოზინით მოკლე პასებით მიდიან მისკენ.ამავე დროს დაცვა ეწყობდა და ორ დამცველია მუდმივად ასწრებს მის ჩახურვას. კარში დარტყმაზე ბევრი სამუშაო აქვს სამწუხაროდ და იმედია გამოასწორებს. უნდა იმუშაოს საჯარიმოს გარედან დარტყმაზე და არა მარტო ფეხის შიდა მხრიდან ჩახვეულ დარტყმებზე, ე.წ. 'პოდიომით' სრულიად ვერ ურტყამს და ბევრჯერ მცდელობისას ბურთი ეჭრება ან კიდევ უძლურად ურტყამს არა და ამ დარტყმას ყველაზე მეტი სიძლიერე და სიზუსტე აქვს თუ ფეხბირთელმა იცის როგორ შეასრულოს

simartle
17:31 10-11-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული