"მალე ჰოლანთან და მბაპესთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს" - ბუფონმა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუ­შინ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. "კვა­რა­დო­ნა, ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლი" - წიგ­ნის ავ­ტო­რი იტა­ლი­ე­ლი პუბლიცისტი ემა­ნუ­ე­ლე ჯუ­ლი­ა­ნე­ლია.

წიგნის პრეზენტაციას ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც დაესწრო. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა. მან იტალიაში ფეხი მალევე მოიკიდა. ფიზიკურად ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს, თუმცა ხვიჩას დრიბლინგების შესრულება უკეთესად გამოსდის. მოძრაობები, როგორსაც კვარაცხელია ასრულებს, ძალიან ცოტასგან მინახავს. როდესაც მესი, ნეიმარი და რონალდო აღარ ითამაშებენ, კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" ჰოლანთან და მბაპესთან ერთად იბრძოლებს", - განაცხადა ბუფონმა.

მომზადებულია
Spazionapoli.it-ის მიხედვით

alt"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

alt"ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს" - კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეტი რა უნდა გაეფუჭებინა როცა საქართველოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბედი წყდებოდა მაშინ გულაობა ამჯობინა.გვექნება ნეტავ კიდევ შანსი ოლიმპიადაზე მოსახვედრად.
ვა რა დონეა
11 ნოემბერი 2023 14:24
7
არ გიტყდება ქართულად წერა ?!წადი ბიძიკო იმ შენ შპაინეთში თურმე იქ ყოფილან მოაზროვნე ერები( ეგ შენი შპაინეთი ეგეთივე იმპერიაა როგორც ღრუსეთი, უბრალოდ ჯერ არ შიათ თორემ ომები მანდ ნახე 1936 წელი მონაგონი იქნება თან ევროკავშირის ქოლგამაც დროზე მოუსწრო) ბავშვობიდან ღრმა მოხუცობამდის… !! და რა გინდა ამ ქვეყანას შეეშვი რომ ლანძღავ პატარებიდან დაწყებულს…!!! რაოოო ნაკრებში არ გაუმართლაოოო ?! ოკ შეიძლება ეს დავუშვათ …მაგრააამ ეთამაშა ბატონო იმათთან ერთად ვინებთანაც გაიზარდა დადგომოდა მათ გვერდზე და ამოექაჩა ისინიც დიდი და დიადი ფეხბურთელ-ადამიანები ეგრე იქცევიან და არამარტო ოქროს ბურთს არამედ მსოფლიოს ჩემპიონატებსაც იგებენ …!!!კარგით ბატონო წარსული ჩაბარდა ისტორიას და უკვე ვეღარ შეცვლი ვერაფერს ( არადა 100% დარწმუნებული ვარ იმ ევროზე მინიმუმ ნახევარფინალი რომ დაედო და ქვეყანა ოლიმპიადაზე გაეყვანა წელს 17 ადგილზე ზემოთ ავიდოდა..ერთი-ორი ლამაზი გოლი ერთი-ორი პასი თუ ფინტი და ეგაა პიარი უბრალოდ ბევრ იმ ჟურნალისტებს დაავიწდათ მარტამდის მაგის სიგიჟეები ოქტომბერში. …)მაგრაამ ახაა მომავალი თუ რამის პრეტენზია გაქვთ ოქროს ბურთიო ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელიო ( მითუმეტეს შემტევი ) 53 ქვეყნიან შესარჩევში 24 საუკეთესო ნაკრებებში კი უნდა მოახვედრო შენი გუნდი კარიერის განმოვლობაში ერთხელ მაინც A გზით თუ ვერა B გზით მაინც … რა ვი ვნახოთ ჩვენ მთელ ( თურმე არამოაზროვნეს) ერს ეგ გვინდა …მაგას ვოცნებობთ ველით ვგულშემატკივრობთ და ვიშლით ნერვებს , ბევრნიც ნასესხები ფულით დადის ნაკრების თამაშებზე და იქ 1:7 ხვდება !!! ოკ კვარას ერთ ისტორიას შევახსენებ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძაან ცუდი ჩვევა ძაან ეგოისტები ვართ ( თან არამოაზროვნეოო აგერ შენმა ფანატიკოსმა შპაინმა თქვაა) სულ რამდენიმე წლის წინ ერთერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ორჯერ მოიგო სერია A-აც და ჩემპიონთა ლიგაც ორჯერ (ღმერთმა ქნას რომ მინიმუმ 7 დჯერ მოგეგოს მაგრამ ნაპოლით ძაან საეჭვოა ეგ …) მაგრამ ყველას დღემდის ახსოვს მისი ორი ავტოგოლი ….ყველას კიდია ნაპოლის თუ მილანის ჩემპიონობა ლიგის მოგება და დარწმუნებული ვარ იმ სანუკვარი ოქროს ბურთისაც …!! თუ კი ნაკრებში არავითარი ხეირი …გქონდა შანსი ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გექნა ( ევრო) მაგრამ მაშინ უხ იმ კორონას დედა რომ ….( და თურმე გრიპი უფრო საშიში ყოფილა ვიდრე ეს დაწყევლილი კორონა) მერე იყო მეორე შანსი ( ოლიმპიადა) მაგრააამ უუხ ამ დაღლილობის დედა რომ ….ოკ აწიც გექნებათ ეგ შანსები და იმედია რაღაც ახალი არ შეგიშლის ხელს …!!!!ჩვენ ბიძიკო ჯანდაბას ყველანი რამდენი წლისანიც ვართ იმდენ წელს ველოდებით და კიდევ დაველოდებით უბრალოდ საწყენი ის იქნება ბევრის კუმირი კარიკატურად რომ დარჩება …. ამისგან კი ღმერთმა დაგიფაროს შენც და ჩვენც !!!! ღმერთო მაპატიე !!!
შპაინეეეე-ს
11 ნოემბერი 2023 03:38
5
მეტი არაა ჩემი მტერი
zura222
10 ნოემბერი 2023 17:40
20
ხვიჩას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. "ოქროს ბურთი"-ით ხელში კვარას დანახვა უდიდესი სიხარული იქნება საქართველოსთვის.თუმცა გსრდიას ხელში ძალიან მეეჭვება.
ენძო
10 ნოემბერი 2023 15:00
3
ჩასაფრებულ თანამემამულეებს არ აჩვენოთ ეგ სტატია, ჯიჯის შეუვარდებიან და ვინაა შენი ნიჭიერიო იღლიცინებენ. ჯიჯიმ რაიცის ფეხბურთი, დივანზე წამოწოლილმა მაგინებელმა მასამ იცის სამაგიეროდ.
ვინც გაფუჭებულ მომენტებს უთვლით კვარას დონის ფეხბურთელებს, უყურეთ როგორ საუბრობენ პროფესიონალები, წაიკითხეთ რატომ იღებს ყველა თამაშში უმაღლეს შეფასებას, მიუხედავად უგოლობისა. რატომ გააქვს პოლიტანოს გოლები და რატომ არის უფრო თავისუფლად, შემთხვევით სივრცეები კვარას ხარჯზე ხომ არ ეხსნება, როცა 5 კაცი მეურვეობს? აი მაგას რომ მიხვდეთ ცოტა აზროვნება უნდა გაგაჩნდეთ, რაც მეეჭვება. იმ ქვეყანაში, სადაც აზროვნებას არ ასწავლიან და აქედან აქამდე საზეპიროს აძლევენ ბავშვებს მასწავლებლები აღარაფერი მიკვირს.
ოქროს ბურთს რომ მოიგებს ხვიჩა მაგაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია,რადგან ოქროს ბურთს როცა იგებ ნაკრებიც შესაბამისი უნდა გყავდეს. ამაში კი ნაღდად გაუმართლა. თუმცა ბუფონისნაირ პროფესიონალებს აქვთ უფლება ეგ განცხადებები აკეთონ.
ამასაც ვერ გაიგებენ საქართველოში დარწმუნებული ვარ.
აბა აზროვნება?
Spain
10 ნოემბერი 2023 13:56
8
და რა გააკეთა ისეთი, რითაც სიძულვილს დაიმსახურებდა ჩვენგან? ვინმე გალანაძღა? ვინმეს მიმართ ბოროტულად ან ნიშნის მოგებით ისაუბრა? ვინმეს თვალში ეჩხირება? სკანდალურია? მის ცხოვრებით ვინმეს თავს აბეზრებს? უბრალოდ თამაშობს ფეხბურთს თავისთვის და არავისგან არაფერს ითხოვს. ვინც მოსწონთ იმას უყურონ და გვაცადონ ვისაც ამ ბიჭის გამო ფეხბურთი გვიხარია და ვინც ფეხბურთში დავბრუნდით მის გამო. ბევრი რთული მომენტი ჰქონია და გადაგვიტანია. ამათ ვინ რას თხოვს
Spain
10 ნოემბერი 2023 16:31
2
სიძულვილი და შური!!! სამწუხაროდ
გულშემატკივარი
10 ნოემბერი 2023 16:17
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული