დღეს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ტორინო" გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა ისაუბრა და როგორც ჩანს, მიუხედავად დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებისა, საბა საზონოვს სასტარტოში არ დააყენებს.
"საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ უკეთესი რომ გახდეს, ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ასეთ დონეს მიაღწიოს", - ციტირებს იურიჩს "ტორო".
საზონოვმა ამ სეზონში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ტორინო" კი 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.
საზონოვმა ამ სეზონში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ტორინო" კი 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.
მატჩი მონცას "U-Power"-ზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.