ჩემპიონშიფის მეთექვსმეტე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „როტერჰემი“ 5:0 გაანადგურა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"უოტფორდი" ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება და 3 ფრე), 21 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 25 ნოემბერს გასვლაზე ლიდერ „ლესტერს“ შეხვდება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - როტერჰემი 5:0
გოლები: 1:0 რაიოვიჩი (10), 2:0 რაიოვიჩი (45+4), 3:0 კაიემბე (54), 4:0 ინსი (86), 5:0 მარტინსი (90+4)