სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.
პირველი ტაიმის დასასრულს დიმარკომ დაახლოებით 40 მეტრიდან გაუტანა გოლი კარიდან წინ გამოსულ ტურატის, საბოლოო ანგარიში კი ჩალჰანოღლუმ პენალტით დააფიქსირა.
„ინტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 31 ქულით ლიდერია და 26 ნოემბერს ტურინში „იუვენტუსს“ შეხვდება, ხოლო „ფროზინონე“ 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და იმავე დღეს „ჯენოას“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
ინტერი - ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 დიმარკო (43), 2:0 ჩალჰანოღლუ (48, პენ)