"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
შე ჭკუის კოლოფო აი შენ ხომ ჟურნალისტი ხარ (ყოველ შემთხვევაში იბრალებ)და გადაცემის რეჟისორობა ან ხმის ოპერატორობა რომ დაგავალონ კარგად შეასრულებ ?
მიქაუტაძეს არასდროს არ უთამაშია 10 ნომრად და რა გაუნდა ექნა ??
zura222
20 ნოემბერი 2023 06:33
8
რა სისულელეა,დღეს ფეხბურთში უნივერსალობა ფასობს.მახო ასათიანი 10 ნომრად თამაშობდა მაგრამ სიომინმა რომ დაავალა ცენტრალურ მცველად გადავიდა და შესანიშნავადაც ითამაშა.აბა ეხლა როგორ გინდა.
თემო
20 ნოემბერი 2023 09:52
5
ლევან სალუქვაძე უფრო მერაბ მეტრეველია,თუ პირიქით?
ბჯოუუუუუუუ
ადამიანი
20 ნოემბერი 2023 01:47
5
ლევან, 10 ნომრიან მიქაუტაძეს რამდენჯერ მისცეს თანაგუნდელებმა პასი, დაითვალე?
III
20 ნოემბერი 2023 01:29
1
ფუ ამის...! რატო გვატენით ამი აზრებს...
ვახო
20 ნოემბერი 2023 01:23
2
კაცი რომელიც ოთხ ცოლს გამოიცვლის,შესაბამისად უამრავ ადამიანს ცხოვრებას უნგრევს, არათუ რაიმეს აზრის გამოთქმის უფლება ქონდეს,მარტო იმდენი საშუალება უნდა დაუტოვო,რომ შიმშილით არ მოკვდეს.
უფალი, საქართველო და ოჯახი უპირველეს ყოვლისა
20 ნოემბერი 2023 01:03
7
გადავა მალე მიქაუტაძე ლაციოში, ძველებურად ათამაშდება, სერია ა-ს ბომბარდირებში გაერევა და ესეც სხვანაირად აჭიკჭიკდება. უბრალოდ ალკოჰოლის ტოქსიკები გესლად რომ უგროვდება, სადმე ხომ უნდა დაანთხიოს?
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 23:05
9
რა ლაციო,სიზმარში ხართ?აქ ბრობია და იქ იმობილე.ეს ჰოლანდიაა ის იტალია,აქ ალმერე და იგლზია,იქ ტორინო და ბოლონია.მართლა გულწრფელად ფიქრობთ რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ძირითადში არ მყოფ ფორვარდს ლაციო დაუძახებს? და მიქაუტაძეს შეუძლია იმობილე შეცვალოს ლაციოში?ახლა,თორემ ორი წლის შემდეგ ალბათ შესაძლებელია.ჯერ ჰოლანდიაში უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია,რომ იტალიაში დაინტერესდეს ვინმე.
Master
20 ნოემბერი 2023 04:49
5
გარდა პროფესიონალიზმისა,ფეხბურთის ცოდნისა და ტექნიკისა არსებობს განწყობა. ერტიდა იგივე ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა შედეგს დებს. განწყობა და ენერგეტიკა არის ერთერთი მტავარი შემადგენელი არამარტო ფეხბურთში.... მითუმეტეს საუბარია გუნდურ სახეობაზე..... ეეჰ რა იოლია ერტი ხელის მოსმით კრიტიკაც და ქებაც. არადა რააამდენი ფაქტორი განაპირობებს წარმატებას და წარუმატებლობას.
lsd
19 ნოემბერი 2023 20:34
1
ხალხო გაიგეთ რომ აიაქსი კინაღამ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო მაგის მერე-გლობალისტებმა ხერხემალში გადატეხეს-გუნდი დაშალეს.რა მიქაუტაძეზეა ლაპარაკი,დღევანდელ აიაქსს ბაქოს ნეფთჩიც მოუგებს :)
AJAX
19 ნოემბერი 2023 17:47
20
გლობალისტებმა არა სოროსმა და მასონებმა :)
Las
19 ნოემბერი 2023 22:26
3
ოჰ, ეს გლობალისტები, სულ მაგათი ბრალია რა
ნიკო
19 ნოემბერი 2023 21:40
3
ყველა გამოხმაურება
ლევან აქ სიმართლე არ უნდა თქვა-მასხარად აგიგდეს...
Პირიქით ლევან,პირიქით და ნახე როგორ მოეწონება ხალხს...
Სამაგაიეროთ თუ სადმე გადავაწყდით სომხეთს,აზერბაიჯანს,მოლდოვას გადაგვახევს ბურთს თავზე.ყაზახეთზე,მალტა,ალბანეთზე აღარაფერს ვიძახი.
Მერე გამოვა აქ ხალხი და სანიოლი ცუდი მწვრთნელიაო,დაუწყებენ გინებას.
Სანიოლი რო გაგებაში არ არი მწვრთნელობის მეც ვიცი,მაგრამ ფეხბურთელები გვყავს ტაჯიკეთის დონის!!!! Არა გჯერათ?ნეტავ სადმე შევხვდეთ ტაჯიკეთს და მერე გაიგებთ
Ბაბუაწვერა
19 ნოემბერი 2023 17:36
28
სპორტული ექ-სპირტი. :))))))))))
რატი
19 ნოემბერი 2023 16:16
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული