"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
ტოტალიზატორებს მიხედე ტუ კაცი ხარ.
გია
20 ნოემბერი 2023 08:43
7
ლევან აქ სიმართლე არ უნდა თქვა-მასხარად აგიგდეს...
Პირიქით ლევან,პირიქით და ნახე როგორ მოეწონება ხალხს...
Სამაგაიეროთ თუ სადმე გადავაწყდით სომხეთს,აზერბაიჯანს,მოლდოვას გადაგვახევს ბურთს თავზე.ყაზახეთზე,მალტა,ალბანეთზე აღარაფერს ვიძახი.
Მერე გამოვა აქ ხალხი და სანიოლი ცუდი მწვრთნელიაო,დაუწყებენ გინებას.
Სანიოლი რო გაგებაში არ არი მწვრთნელობის მეც ვიცი,მაგრამ ფეხბურთელები გვყავს ტაჯიკეთის დონის!!!! Არა გჯერათ?ნეტავ სადმე შევხვდეთ ტაჯიკეთს და მერე გაიგებთ
Ბაბუაწვერა
19 ნოემბერი 2023 17:36
28
მწვრთნელი,ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი რომ გეუბნება,ვინ ხარ,საიდან მოსულხარ,რა ადგილს თხოულობო და ეს უკვე სამი თვე გრძელდება,დაგრჩება კიდევ სურვილი,იქ დარჩენისა?არც ამ ჯერზე გამოიყენეს თავის პოზიციაზე და ესეც დამატებით გეუბნება,არც ახლა გვჭირდებიო...რა თქმა უნდა ფორმიდანაც ამოვარდა,თორემ მეცში ცუდად თამაშობდა?შოთის პირველივე ვარჯიშზე შეხედეს და მაშინვე დააყენეს,აქ კი,გიორგი,დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით აღმოჩნდა და ახლაც ასე ექცევიან.ძალიან დიდი სხვაობაა!
სოსო
19 ნოემბერი 2023 13:15
2
ხვიჩაზეც ასე ბაზრობდნენ, ქილიკობდნენ კიდეც ბიჭზე! არც ახლა აკლებენ სხვათა შორის. არ გინდათ ედრენამატ ადროვოთ ბიჭებს თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ? ვინ ხართ ასეთი პროფესორები, ყველაფერი რომ თქვენ იცით ბლიად და სხვებმა არაფერი? წადით რა თქვენს საქმეს მიხედეთ, ბიჯოს!
გურულო
21 ნოემბერი 2023 21:38
3
ვეთანხმები ლევანს. ტყუილად აკრიტიკებთ. არავინ ვალდებული არაა, ვინმეს რამე დრო მისცეს. გეძლევა შანსი?! უნდა გამოიყენო! ფსიქოლოგიურად დათრგუნული ვარ, ეს პოზიცია არ მაწყობს და ამნაირები, თანამედროვე ფეხბურთში არავის აინტერესებს. უამრავი ტალანტი ჩაკარგულა, შანსი რომ ვერ გამოიყენა. დღეს საფეხბურთო კლუბისგან და მწვრთნელისგან ითხოვენ შედეგს. ვერავინ დაგიცდის, შენ როდის გაიხსნები. ამიტომ, ამა თუ იმ გუნდში გადასვლამდე ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო და ისე მიიღო გადაწყვეტილება. უამბიციო მეციდან, იმხელა ისტორიის და სახელის გუნდში გადასვლა, არაა იოლი. გასაგებია, რომ ფსიქოლოგიური ტვირთი აქვს. მაგრამ საკუთარ პრობლემებს, თავად უნდა მოუაროს.
ციციკორე
19 ნოემბერი 2023 13:23
22
ფუ ამის...! რატო გვატენით ამი აზრებს...
ვახო
20 ნოემბერი 2023 01:23
2
შე ჭკუის კოლოფო აი შენ ხომ ჟურნალისტი ხარ (ყოველ შემთხვევაში იბრალებ)და გადაცემის რეჟისორობა ან ხმის ოპერატორობა რომ დაგავალონ კარგად შეასრულებ ?
მიქაუტაძეს არასდროს არ უთამაშია 10 ნომრად და რა გაუნდა ექნა ??
zura222
20 ნოემბერი 2023 06:33
8
რა სისულელეა,დღეს ფეხბურთში უნივერსალობა ფასობს.მახო ასათიანი 10 ნომრად თამაშობდა მაგრამ სიომინმა რომ დაავალა ცენტრალურ მცველად გადავიდა და შესანიშნავადაც ითამაშა.აბა ეხლა როგორ გინდა.
თემო
20 ნოემბერი 2023 09:52
5
ლევან სალუქვაძე არის ჩვეულებრივი უზრდელი ლუზერი.
წი
20 ნოემბერი 2023 11:29
17
კი ბატონო სალუქვაძის ამ თუ ფეხბურთელის მიმართ შეფასებას შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ლუზერი ,როგორ არის ერთი საინტერესოა, ისეთ სიტყვებს რატომ ხმარობ რაშიც მოდებაში არ ხარ--წარუმატებელი და ხელმოცარული რატომ არის სალუქვაძე,თუნდაც სანაია. რა? მათ არ შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი ფეხბურთზე. პიროვნება, რომლის სახელითა და გვარით არავინაა და წი-ის მეტი ფსევდონიმი ვერ მოიგონა საკუთარ თავს,რომ დაარქვას, ლუზერს უწოდებს ლევან სალუქვაძეს-კარგით რაა!! სირცხვილიც კაი საქონელიაოო...გინდათ არ გინდთ სალუქვაძე და სანაია გვარიანად ცნობადი სახეებია საქართველოში და მათი შეფასებები ბევრს აინტერესებს,მათ შორის ამ პატივსაცემ გამოცემას. ვინც კიდევ მათი სამოქალაქო პოზიციის გამო ცდილობს ფეხბურთის ყურება და ცალკეული ფეხბურთელების შეფასება აუგრძალოს პროპაგანტას აყოლილი მართლა ლუზერია-ხელმოცარული, წარუმატებელი და ჯიბეგამოფხეკილი......ისე მაინტერესებს ამ კატეგორიი ხალხს,როგორ მოეწონა მიქაუტაძის თამაში შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ....არ თქვათ ეხლა- არ ათამაშესო, ცენტრფორვადათ არ დააყენესო და ა.შ.
შულაია
20 ნოემბერი 2023 16:15
8
ლევან სალუქვაძე უფრო მერაბ მეტრეველია,თუ პირიქით?
ბჯოუუუუუუუ
ადამიანი
20 ნოემბერი 2023 01:47
5
კი ბატონო აიაქსის მწვრთნელიც მართალია...ტყუილად დადის ეზარება თამაში სამწუხაროდ ეგრეა
გიო
20 ნოემბერი 2023 15:35
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული