"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
ხალხო გაიგეთ რომ აიაქსი კინაღამ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო მაგის მერე-გლობალისტებმა ხერხემალში გადატეხეს-გუნდი დაშალეს.რა მიქაუტაძეზეა ლაპარაკი,დღევანდელ აიაქსს ბაქოს ნეფთჩიც მოუგებს :)
AJAX
19 ნოემბერი 2023 17:47
20
გლობალისტებმა არა სოროსმა და მასონებმა :)
Las
19 ნოემბერი 2023 22:26
3
ოჰ, ეს გლობალისტები, სულ მაგათი ბრალია რა
ნიკო
19 ნოემბერი 2023 21:40
3
ყველა გამოხმაურება
მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მესი არ არის პირველივე თამაშზე, რომ გოლები ყაროს. ფეხბურთელს 3-4 თამაში უნდა მიცე ადაპტაციისთვის, თუნდაც 20-25 წუთი ათამაშო, რომ სტადიონს, მაყურებელს და პარტნიორებს შეეჩვიოს. მისცა 45 წუთი და ისიც თავის ადგილზე არ დააყენა.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ნოემბერი 2023 12:33
2
გადავა მალე მიქაუტაძე ლაციოში, ძველებურად ათამაშდება, სერია ა-ს ბომბარდირებში გაერევა და ესეც სხვანაირად აჭიკჭიკდება. უბრალოდ ალკოჰოლის ტოქსიკები გესლად რომ უგროვდება, სადმე ხომ უნდა დაანთხიოს?
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 23:05
9
რა ლაციო,სიზმარში ხართ?აქ ბრობია და იქ იმობილე.ეს ჰოლანდიაა ის იტალია,აქ ალმერე და იგლზია,იქ ტორინო და ბოლონია.მართლა გულწრფელად ფიქრობთ რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ძირითადში არ მყოფ ფორვარდს ლაციო დაუძახებს? და მიქაუტაძეს შეუძლია იმობილე შეცვალოს ლაციოში?ახლა,თორემ ორი წლის შემდეგ ალბათ შესაძლებელია.ჯერ ჰოლანდიაში უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია,რომ იტალიაში დაინტერესდეს ვინმე.
Master
20 ნოემბერი 2023 04:49
5
გარდა პროფესიონალიზმისა,ფეხბურთის ცოდნისა და ტექნიკისა არსებობს განწყობა. ერტიდა იგივე ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა შედეგს დებს. განწყობა და ენერგეტიკა არის ერთერთი მტავარი შემადგენელი არამარტო ფეხბურთში.... მითუმეტეს საუბარია გუნდურ სახეობაზე..... ეეჰ რა იოლია ერტი ხელის მოსმით კრიტიკაც და ქებაც. არადა რააამდენი ფაქტორი განაპირობებს წარმატებას და წარუმატებლობას.
lsd
19 ნოემბერი 2023 20:34
1
რა გგონიათ ეს „აიაქსი“?! - გლობალიზაციამ შთანთქა ისეთი გუნდები როგორიც იყო „ნოტინგემ ფოტესი“(2-ჯერ ზედიზედ ჩემპიონთა თასის მფლობელი),„გიოტებორგი“(2-ჯერ უეფას თასის მფლობელი ისე, რომ თამაში არ წაუგია) თქვენ წარმოიდგინეთ თბილისის „დინამოც“...ახლა 3-4 გუნდია ვინც რამეს იგებს საერთოდ ევროპაში, არც კი... კიდევ კარგი მაგდებურგში არ გადავიდა - თასების თასი აქვს მოგებული ადრე:((
შალო
19 ნოემბერი 2023 15:29
1
დღეს მსოფლიო აგებულია "მგლის" კანონებზე, შენ უნდა გაიტანო შენი თავი იმ ურთულეს ლაბირინთებში და სირთულეებში რასაც ცხოვრება გთავაზობს! ერთი უნდა იცოდე რომ შენ ყოველთვის უნდა იყვე შენი თავის სიმაღლეზე რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წამს მზად უნდა იყვე შენი მეს დასამტკიცებლად! ნერვიულობიდ და დეპრესიით საქმე არ კეთდება! მამარდა თავიდან სათადარიგოზე იჯდა და როგორც კი ვარიანტი ჩაუარდა ხელში თავისი სიტყვა თქვა!!!! ჩვენ ბიჭს წარმატებას ვუსურვებ რომელიც ხელის გულზე დევს, უბრალოდ მოქმედებაა საჭირო!!!!
NAPOLI!
19 ნოემბერი 2023 14:25
0
კაცი რომელიც ოთხ ცოლს გამოიცვლის,შესაბამისად უამრავ ადამიანს ცხოვრებას უნგრევს, არათუ რაიმეს აზრის გამოთქმის უფლება ქონდეს,მარტო იმდენი საშუალება უნდა დაუტოვო,რომ შიმშილით არ მოკვდეს.
უფალი, საქართველო და ოჯახი უპირველეს ყოვლისა
20 ნოემბერი 2023 01:03
7
სპორტული ექ-სპირტი. :))))))))))
რატი
19 ნოემბერი 2023 16:16
7
Moashoret es kaci saitidan. Franguli skolis agrzdils leqcias ukitxavs tavis chkuit.fifiam mogca shansi saqme gageketebia da ra gaakete?enis tlikini advilia.admin ar dabloko es komentari.
Gia
19 ნოემბერი 2023 14:28
12
თავიდანვე შეცდომა იყო აიაქსში გადსვლა.ის,რომ ეხლა აიაქსი არეულია,არაფერს არ ნიშნავს,ეს დროებითია და ის თავის ადგილს მალე დაუბრუნდება.წარმოგიდგენიათ,ძველებური აიაქსი რომ იყოს მიქაუტაძე სად იქნებოდა?განაცხადშიც გაუჭირდებოდა მოხვედრა.არაა ის აიაქსის დონე,უნდა გაეგრძელებინა თამაში საფრანგეთში,მიეღო უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება და მერე ეფიქრა,თუ იქ გამოუვიდოდა,გადასვლაზე.მეცი და აიაქსი ცოტა სხვადასხვა რამეა,ვარცხნილობაზე ზრუნვა კაია,მაგრამ დაუღალავი შრომა და მონდომება უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მგონია.
მირო
19 ნოემბერი 2023 14:26
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული