ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.
იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.
არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.
როცა მართალი ხარ ყოველთვის გეთანხმები
მაგრამ ადრე გვარდიოლას ჩაცმულობაზე რომ ქილიკობდი არ იყავი მართალი
კრიტიკა არ ნიშნავს სიძულვილს, ან ლანძღვას. შეუშვით თავებში. მთლად რომ მტყუანი იყოს, ეს წამოძახებები რაში წერია?! მითუმეტეს, რაღაც არ ჩანს მტყუანი.