"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
ხვიჩაზეც ასე ბაზრობდნენ, ქილიკობდნენ კიდეც ბიჭზე! არც ახლა აკლებენ სხვათა შორის. არ გინდათ ედრენამატ ადროვოთ ბიჭებს თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ? ვინ ხართ ასეთი პროფესორები, ყველაფერი რომ თქვენ იცით ბლიად და სხვებმა არაფერი? წადით რა თქვენს საქმეს მიხედეთ, ბიჯოს!
გურულო
21 ნოემბერი 2023 21:38
3
მართალს იძახი ლევან
როცა მართალი ხარ ყოველთვის გეთანხმები
მაგრამ ადრე გვარდიოლას ჩაცმულობაზე რომ ქილიკობდი არ იყავი მართალი
ჟოფრეი
20 ნოემბერი 2023 22:52
12
დაასრულეთ სადღეგრძელოები? თუ აგრძელებთ სალუქვაძის კოლექტიურ ლანძღვა-გინებას?
კრიტიკა არ ნიშნავს სიძულვილს, ან ლანძღვას. შეუშვით თავებში. მთლად რომ მტყუანი იყოს, ეს წამოძახებები რაში წერია?! მითუმეტეს, რაღაც არ ჩანს მტყუანი.
ციციკორე
20 ნოემბერი 2023 18:02
9
Ნეტა შე კიდევ არ აბრახუნებდე რაღაცეებს.მიდი რა კრიფე მანდარინი
zura 222-ს
20 ნოემბერი 2023 17:39
5
Პროფესორს კი არა და მაზოხისტი ხარ,რამდენი დაგიწერია,არ დაგეზარა ან მეტი საქმე არა გქონდა?აი შენ კომენტარს ვინც წაიკითხავს კი ასი ოქრო ეკუთვნის
Იასონას
20 ნოემბერი 2023 17:32
3
მე დამიძახებენ მერე პრაფესორს,უამრავი აზრი გამოითქვა გიორგის ამბავზე და არავის გახსენებია,ლიგა ერთიდა ერედივიზიონში გადაიყვანეს ბიჭი,რომელიმეს ხომ არ გჯერათ,რომ ერედივიზიონი უფრო მაგარი ტურნირია,ვიდრე ლიგა 1? მერედა,მშობლიური ლიონი ინტერესდებოდა და აიაქსი რატომ? არის კიდევ ერთი ფაქტორი,მარადონამ ბარსაში ვერ ითამაშა ის ფეხბურთი,რაც მარადონას ეკადრებოდა,რომელი იყო ცუდი,ბარსა თუ მარადონა? აქ ლაციალი და იმობილე ახსენეს,ხოდა ეგ იმობილე რას აკეთებდა დორტმუნდში,გვითხარით აბა. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია,თუმცა არასწორ გუნდში არის მოხვედრილი და ამას რა ვუყოთ? იანვარში უნდა დატოვოს აიაქსი და წავიდეს სხვა გუნდში,მაგ გუნდში ისიც არ იცოდნენ რო 9 ნომერს ყიდულობდნენ,რა ასე არ არის? რა გგონიათ,რახან გალანდიაა,შეცდომებს არ უშვებენ? კუმანმა კლუბის გამო ნაკრები მიატოვა და ისევ ნაკრებში მიიწვიეს,ეს რაზე მიუთითებს? ის ბრობი არის ბომბი,ნაკრებში რატომ არ იწვევენ,რატომ თამაშობს ვერჰოსტი 9 ნომერზე? როცა ეს აყუდებული არ არის გუნდში,გაკპო ყავთ თავდასხმაში და არა ბრობი,რატომ ბატონო ლევან? აიაქსს აქვს თვითონ რეგრესი და რა შუაშია მიქაუტაძე? იმ სანაქებო აიაქსიდან,ნერესი ბრაზილიელი იყო,ტადიჩი სერბი,ონანა კამერუნელი,ზიეჩი მაროკოელი და გავაგრძელო? დელიხტი უპამეკანოს ზამენაა ბავარიაში,მანამდე რუგანის ზამენა იყო იუვეში,დეიონგი ბებერი ბუსკეცის ბუცებს წმენდდა და ჯოხით მოსიარულე სერხიო ჯობდა,ვანდებეეკი მუდმივი ზამენა იყო და არის იუნაიტედში,სხვა ვინ ჯანდაბა ყავდათ? გადახედეთ ჰოლანდიის ნაკრებს,ფეინოორდის და პსვ აღზრდლებით არის სავსე,ესეც მიქაუტაძის ბრალია. რაც შეეხება 10 ნომრობას,მესი რო დავაყენოთ 6 ნომერზე,დავიჯერო ბუსკეცს აჯობებდა? გუცაევი რო 10 ნომერზე დამდგარიყო და ყიფიანი 9 ნომერზე,როგორ ფიქრობთ ლევან,გამოვიდოდა ამ საქმიდან რამე? ამიტომ ჯიგარო,წადი რა საკუთარ თავს მიხედე,საკუთარ პროფესიაში მოიძიე მეტი ცოდნა. ამ ტიპს ვუხსნიდი,ლივერპული ბავარია უფრო დიდი დაპირისპირება არის,ვიდრე აიაქსი ბარსელონა,თუმცა ვერაფერი გავაგებინე. ჯერ ინგლისურ გერმანული ჯახი,იმ პერიოდში 10 ჩემპიონთა ლიგა და მერე ორი საფეხბურთო წარსული და დღევანდელობა,კლოპის ინგლისური გეგენპრესინგი ბავარიული დისციპლინის და სულისმხუთავის წინააღმდეგ,თუმცა აიაქსი და ბარსა იყო მთავარი თამაში ამათ ტელევიზიაში. როგორც მოგეხსენებათ,მაშინ მარტო ესენი აჩვენებდნენ ლიგის თამაშებს,უნივერსალზე აიაქსი ბარსა გაუშვეს. ეს არის ამათი საფეხბურთო კულტურა და ცოდნა. თან იმ წელს,ლივერპული გახდა ლიგის გამარჯვებული. დაუჩემებია,ლეგენდარული დინამოს თამაში ნანახი მაქვსო,მიხელსის ჰოლანდიაო და საკის მილანიო,თუმცა ეგ არაფერს არ ცვლის,რადგან ბერძენიშვილსაც აქვს ბევრი წიგნი წაკითხული,თუმცა ვერაფერი გაიგო და მოღალატეა ჩვეულებრივი. ბევრი ვიცი,საქართველოში რო ნაკითხობით იწონებენ თავს,თუმცა არაფერი იციან და ეგრე არის ეს ჩვენი ლევანიც,არაფერი ამ კაცმა არ იცის. რაო ლევან,რუმენიგეს ვიპ ლოჟა რო გაგემაზა,მაგაზე ტირილს მორჩი უკვე? ესეთი ჟურნალისტები არიან სწორედ,ვინც ფედერაციას ამ უბედურებას უპრავებენ და ერთა ლიგის ფინალის მერე,სალუქვაძე იყო პირველი,ვინც სტუდიაში კობიაშვილზე დაასველა.ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს,რა ჩაიდინეთ ქეცბაიას წინააღმდეგ და მერე როგორ აპრავეთ ხალხის არ დაშვება მოედანზე. არა,კერძო საუბრებში აპროტესტეს,თუმცა როცა საშუალება მიეცათ პირადად ეთქვათ პასუხისმგებელ პირებისთვის,სიყვარულის ბუშტი გახეთქეს და სანტაბარბარა გაუშვეს სტუდიაში.
შვეტე იასონა
20 ნოემბერი 2023 17:15
2
მესივით დასეირნობდა სტადიონზე ესპანეთთან თამაშის დროს, მაგრამ, მესიც რომ არ არის ?
გენადი
20 ნოემბერი 2023 15:39
7
კი ბატონო აიაქსის მწვრთნელიც მართალია...ტყუილად დადის ეზარება თამაში სამწუხაროდ ეგრეა
გიო
20 ნოემბერი 2023 15:35
8
ლევან სალუქვაძე არის ჩვეულებრივი უზრდელი ლუზერი.
წი
20 ნოემბერი 2023 11:29
17
კი ბატონო სალუქვაძის ამ თუ ფეხბურთელის მიმართ შეფასებას შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ლუზერი ,როგორ არის ერთი საინტერესოა, ისეთ სიტყვებს რატომ ხმარობ რაშიც მოდებაში არ ხარ--წარუმატებელი და ხელმოცარული რატომ არის სალუქვაძე,თუნდაც სანაია. რა? მათ არ შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი ფეხბურთზე. პიროვნება, რომლის სახელითა და გვარით არავინაა და წი-ის მეტი ფსევდონიმი ვერ მოიგონა საკუთარ თავს,რომ დაარქვას, ლუზერს უწოდებს ლევან სალუქვაძეს-კარგით რაა!! სირცხვილიც კაი საქონელიაოო...გინდათ არ გინდთ სალუქვაძე და სანაია გვარიანად ცნობადი სახეებია საქართველოში და მათი შეფასებები ბევრს აინტერესებს,მათ შორის ამ პატივსაცემ გამოცემას. ვინც კიდევ მათი სამოქალაქო პოზიციის გამო ცდილობს ფეხბურთის ყურება და ცალკეული ფეხბურთელების შეფასება აუგრძალოს პროპაგანტას აყოლილი მართლა ლუზერია-ხელმოცარული, წარუმატებელი და ჯიბეგამოფხეკილი......ისე მაინტერესებს ამ კატეგორიი ხალხს,როგორ მოეწონა მიქაუტაძის თამაში შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ....არ თქვათ ეხლა- არ ათამაშესო, ცენტრფორვადათ არ დააყენესო და ა.შ.
შულაია
20 ნოემბერი 2023 16:15
8
ტოტალიზატორებს მიხედე ტუ კაცი ხარ.
გია
20 ნოემბერი 2023 08:43
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული