ESPN: კვარაცხელიას შეძენა "ჩელსის" გაუჭირდება - "სიტი" გააქტიურდა

AutoSharing Option
ESPN ადასტურებს, რომ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილი "ჩელსის" აქვს, მაგრამ ლონდონური კლუბი პრობლემის წინაშე დგას.

ფინანსური ფეარ-პლეის გამო "ჩელსის" ახალი და მით უმეტეს, ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენა გაუჭირდება, თუმცა კლუბისთვის პრიორიტეტული ქართველის ტრანსფერია.

ESPN აგრეთვე იტყობინება, რომ ხვიჩას სამსახურით აგრეთვე "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ბარსელონა" და "ნიუკასლი" არიან დაინტერესებული, რომელთა შორის უფრო მეტად "ქალაქელები" აქტიურობენ.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლი" "კვარას" 115 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა და მასთან კონტრაქტის გაგრძელებას და ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აუჰ სიტიში თუ წავიდა გვარდიოლა ტყუილად არავის არ იყიდის,ესე იგი ხედავს მასში დიდ პოტენციალს და უფრო მაგრად გამოთლიდა ჩემის აზრით.
გეგი
00:29 24-11-2023
3
ლივერპულში ან ბარსელონაში ძირითადი გარანტირებული ექნება და სიტიში მიდი და ამოაგდე დოკუ და გრილიში როგორი ამოსაგდები არიან რაც შეეხება ჩელსის ჩელსი საერთოდ არ არის მომხიბვლელი სხვებთან შედარებით
ტოტტი
23:24 23-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული