ჩხუბი ნამატჩევს - რატომ გახდა აზაროვი დასამშვიდებელი?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "შახტარმა" "ანტვერპენს" 1:0 სძლია და პლეი-ფში გასასვლელად 14 დეკემბერს სტუმრად "პორტუს" დამარცხება სჭირდება. გუშინ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩხუბი მოხდა, რომელშიც აზაროვმაც მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელებმა დაამშვიდეს.

მოედნის ცენტრში დონეცკური გუნდის ცენტრალური მცველი ვალერი ბონდარი წაიქცა. მსაჯმა "მეშახტეთა" მეკარე დმიტრი რიზნიკს ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის თავდამსხმელ არნბომ მუიას კი - წითელი.

ბონდარმა ნამატჩევს ua-football-თან სიტუაცია განმარტა: "იანსენთან ბურთზე ბრძოლისას პენალტი არ ყოფილა. ოდნავ მხარზე წავავლე ხელი, მაგრამ იქ არაფერი არ იყო. ის ბევრს დარბოდა,
პროვოცირებდა. არ ვიცი, რატომ დამდევდა, შეიძლება მაისური უნდოდა? VAR-მა ნახა და გადაწყვიტა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მართლა ასე იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ 11-მა ნომერმა (მუიამ) მოირბინა, აზაროვის მისამართით ინგლისურად შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი დაიწყო. იქაც ის იანსენი იყო. გავარდნენ, ქულაც ვერ აიღეს და ეტყობა, გაღიზიანებულები იყვნენ. რა თქმა უნდა, პროვოცირება და ჩვენთვის ხასიათის გაფუჭება უნდოდათ.

ორ კვირაში მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვაქვს. ასეთი შანსი მოგვეცა და პორტუგალიაში მოსაგებად მივდივართ. ამისათვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი უნდა გავაკეთოთ. არავინ ელოდა, თუ ბოლო ტურამდე პლეი-ოფში გასასვლელად ვიბრძოლებდით. ეს ისტორიული შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მინახავს შახტარის და არც პორტოს თამაშები, მხოლოდ ცოტა შევხედე შახტარს ბარსელონასთან და მგონია რომ ჯგუფიდან გავა და შემდეგ ეტაპსაც გადალახავს :)
გიორგი11
29 ნოემბერი 2023 21:03
1
Შახტიარი არა ბახტიარია ძმაო.
Ტიპმა გუნდის სახელწოდება არ იცი ფეხბურთს არჩევ.კაცმა რო გკითხოს იქნებ სანიოლზე მეტი იცი კიდეც ფეხბურთში და ნაკრების მწვრთნელობა ისურვო
სოსოს-ს
29 ნოემბერი 2023 19:02
1
სოსო ძიას როგორ ეხები შე ნაციონალების ლეკვო!!!! კაცი ტრისტან წითელაშვილთან ერთად ებრძოდა ნაცბანდას!!!
მამუკა სვანი
29 ნოემბერი 2023 23:41
1
თამაშში რამდენჯერემ მოხდა,როცა ჩვენმა ბიჭებმა,ფლანგები შეიცვალეს და საპირისპირო ფლანგზე თამაშობდნენ.გოჩოლასათვის,ეს ჩვეულებრივი ამბავიქა,ორივე ფლანგზე თამაშობს,მაგრამ აზაროვი,ნაკლებად მახსენდება.შეტევაში,ორივე კარგი იყო,დაცვაში კი,ორივე ფლანგიდან საკმაოდ ბევრი ჩაწოდება გაატარეს.რა თქმა უნდა ორი კაცი როცა მოდის,ერთი კაცი, მათ ყოველთვის ვერ შეაკავებს,მაგრა ფაქტია,რომ ბოლოს,შახტიარი დაიღალა და ფლანგებიდან გაუჭირდათ.წუხელ,ბარსელონა-პორტუს მატჩსაც ვუყურე და მეორე ტაიმში,განსაკუთრებით ბოლოსკენ,როცა პორტუ აგებდა,თამაშის ისედაც საკმაოდ მაღალი ტემპი,კიდევ უფრო მოუმატეს.ტექნიკაზე ლაპარაკიც აღარ არის.შახტიარს,მოგება სჭირდება და პორტუს,კონტრშეტევებზე თამაში,წყალივით მისდის.წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ პორტუგალიაში გამარჯვების მოპოვება,სუპერ მძიმე ამოცანად მოჩანს,შახტიარისათვის.მათ ანტვერპენთან გაუჭირდათ,პორტუსთან სახლში წააგეს და სტუმრად გამარჯვება..?
სოსო
29 ნოემბერი 2023 17:19
4
ნორმალური მწვრთნელი გვინდა და ჩვენი ნაკრები ნებისმიერ გუნდს ნარავნე ეთამაშება ისეთი მაგარი თაობა წამოვიდა.
ზოლა
29 ნოემბერი 2023 14:36
3
ორივე არაჩვეულებრივი იყო
imreli
29 ნოემბერი 2023 12:01
0
საამაყო ბიჭები არიან აზარა და გოჩო, ორივე ბოლომდე დაიხარჯა გუშინ!!!
|||
29 ნოემბერი 2023 11:51
0
ეს ის ბონდარი არ არის კიევის დინამოს ფეხბურთელ სუპრიაგას რომ აწაპნა ქალი?!
!!!
29 ნოემბერი 2023 11:28
2
კი ეგ არის,დაშა სავინა ქვია იმ გოგოს
!!!-ს
29 ნოემბერი 2023 11:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული